სიახლეები

 

2015-2016 აკადემიური წლის სასტიპენდიო კონკურსის შედეგები 17 ივლისს გახდება ცნობილი

2717
  • 10 ივნისი 2015
2015-2016 აკადემიური წლის სასტიპენდიო კონკურსის შედეგები 17 ივლისს გახდება ცნობილი
განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ 2015-2016 აკადემიური წლისთვის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამასა და საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთათვის კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამაზე საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადების მიღება 15 მაისს დასრულდა. კონკურსი სამეტაპიანია, რაც დოკუმენტების ადმინისტრაციულ გადახედვას, განაცხადის შინაარსობრივ შეფასებასა და კომისიასთან აპლიკანტის პირად გასაუბრებას გულისხმობს.

განაცხადების ადმინისტრაციული გადასინჯვის შემდეგ, კომისია განიხილავს და შეაფასებს მიღებულ აპლიკაციებს, ხოლო ნახევარფინალში გადასულ აპლიკანტებს კომისია 29 ივნისიდან 10 ივლისამდე გასაუბრებაზე მოიწვევს. კონკურსის საბოლოო შედეგები 17 ივლისს გახდება ცნობილი.
Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«იანვარი 2026»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678