სიახლეები

 

,,სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში (Stipendium Hungaricum) 2017-2018“

1509
  • 9 თებერვალი 2017
,,სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში (Stipendium Hungaricum) 2017-2018“
  2017 წლის 6 თებერვალს ხელი მოეწერა 2017-2020 წლებისთვის  ახალ საპროექტო შეთანხმებას უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის უნგრეთის სასტიპენდიო პროგრამის  მხარდასაჭერად. პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორები იქნებიან: უნგრეთის მხრიდან - ტემპუსის  საზოგადოებრივი  ფონდი, და საქართველოს მხრიდან - სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი. უნგრეთის მთავრობის სტიპენდია “Stipendium Hungaricum”  დაარსდა  2013 წელს უნგრეთის მთავრობის მიერ.

სასტიპენდიო პროგრამა ,,სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში (Stipendium Hungaricum) 2017-2018“ მიზნად ისახავს 50 ქართველი სტუდენტის დაფინანსებას უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (უნივერსიტეტები და უმაღლესი სკოლები) ბაკალავრიატის, მაგისტრატურის,  ინტეგრირებული ხუთწლიანი მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად შემდეგ მიმართულებებზე:  STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა), სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები, სამედიცინო,  სპორტისა და ხელოვნების დარგები.

კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, შერჩეული აპლიკანტები 2017-2018 აკადემიურ წელს უფასოდ ისწავლიან   უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (უნივერსიტეტები და უმაღლესი სკოლები), უზრუნველყოფილნი იქნებიან  საერთო საცხოვრებლით  ან გამოეყოფათ საცხოვრებელი ფართის ქირის ასანაზღაურებელი ხარჯი,  ყოველთვიური სტიპენდიით, გაეწევათ სამედიცინო  მომსახურება.

ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ელექტრონულ სააპლიკაციო სისტემაში წარმატებით ატვირთული აპლიკაციები განსახილველად და წინასწარი შერჩევისთვის გადაეცემა სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრს. აპლიკაციებს განიხილავს და შეაფასებს ცენტრის საერთაშორისო კომისია. საერთაშორისო საკონკურსო კომისია  განიხილავს მხოლოდ იმ კონკურსანტების აპლიკაციებს, რომლებიც ატვირთავენ აპლიკაციებს განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზეც. საბოლოო გადაწყვეტილებას გრანტზე ნომინირებული აპლიკანტები გაეცნობიან 2017 წლის ივნისის ბოლოს. აპლიკანტებმა ყოველი სასტიპენდიო წლის 1 აგვისტომდე უნდა განაცხადონ თანხმობა/უარი სტიპენდიის მიღებაზე.

პროგრამის მიზანია სახელმწიფოს განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნარებისა და ცოდნის მქონე კადრების მომზადება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრი იძლევა შესაძლებლობას საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ საუკეთესო საერთაშორისო განათლება და სასწავლო პროგრამის დასრულების შემდგომ მოახდინონ მიღებული ცოდნის რეალიზება ქვეყანაში.

  • ელ.  განაცხადები მიიღება 2017 წლის 9 თებერვლიდან - 5 მარტის  ჩათვლით.
  • არასრული განაცხადი არ განიხილება.
  • საკონკურსო განაცხადების და შესაბამისი დოკუმენტაციის (მათ შორის, უცხო ენაზე შედგენილი) წარდგენა ხდება ელექტრონულ მისამართზე - www.iec.gov.ge და www.stipendiumhungaricum.hu ელექტრონული განაცხადის შევსების გზით.
  • ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად კონსულტაციები გაიმართება განათლების საერთაშორისო ცენტრში9 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს 13:00-16:00 საათამდე.
  • სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი. მის.: ინგოროყვას 7, ელ-ფოსტა: info-iec@iec.gov.ge, ცხელი ხაზი: 2 40 02 02

 

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«მაისი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012
განათლების საერთაშორისო ცენტრსა და საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნულ ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

განათლების საერთაშორისო ცენტრსა და საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნულ ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

რეგიონებში განათლების ინტერნაციონალიზაციის გაძლიერების მიზნით, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და საქართველოს ადგილობრიც თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნუნუ მიცკევიჩმა და საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო რუხაძემ.

Read more
345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789