სიახლეები

 

2018-2019 აკადემიური წლის ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დასრულდა

3186
  • 8 აგვისტო 2017
2018-2019 აკადემიური წლის ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დასრულდა

2018-2019 აკადემიური წლის ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დასრულდა.

სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს ა.შ.შ.-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრულ დაფინანსებას ყველა დისციპლინაში, მათ შორის ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში.

ფულბრაიტის სტიპენდია წარმოადგენს ა.შ.შ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სტიპენდიას. ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის კანდიდატთა შერჩევას აწარმოებს საქართველოში ა.შ.შ.-ის საელჩო, სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი და საქართველოს ბანკი.
ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის მთავარი დამფინანსებელია ა.შ.შ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიურო. პროგრამის თანადამფინანსებლები არიან საქართველოს მთავრობა და საქართველოს ბანკი. პროგრამა ხორციელდება უილიამ ფულბრაიტის უცხოური სასტიპენდიო საბჭოს რეგულაციებით. ა.შ.შ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიუროსთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე განათლების საერთაშორისო ინსტიტუტი (Institute of International Education, New York, U.S.A.) თანამშრომლობს ა.შ.შ.-ის უნივერსიტეტების ფართო სპექტრთან, რათა უზრუნველყოს ფულბრაიტის შერჩეული კანდიდატებისთვის ყველაზე შესაფერისი აკადემიური პროგრამის მოძებნა.

შერჩევის პროცესი რამდენიმე ფაზას ითვალისწინებს:


1 ფაზა - აგვისტოს შუა რიცხვები: საკვალიფიკაციო და ფორმალური მოთხოვნების შემოწმება - მოცემულ ეტაპზე ფასდება, თუ რამდენად აკმაყოფილებენ წარმოდგენილი განაცხადები საკვალიფიკაციო და ფორმალურ მოთხოვნებს. განმცხადებლები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო და/ან ფორმალურ მოთხოვნებს, არ გადადიან შერჩევის მეორე ეტაპზე;

2 ფაზა - აგვისტოს ბოლო: განცხადებების შინაარსობრივი შემოწმება - ამ ეტაპზე ხდება განცხადებების შინაარსობრივი შემოწმება, რომლის შედეგად ხდება გასაუბრების ეტაპზე დასაშვები პირების გამოვლენა;

3 ფაზა - სექტემბრის შუა რიცხვები: გასაუბრება - ამ ეტაპზე ხდება შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება და ნახევარფინალისტების გამოვლენა. გასაუბრება ჩატარდება ა.შ.შ.-ის საელჩოში.

შერჩევის ყველა ფაზა ჩატარდება ორეროვანი შესარჩევი კომისიის მიერ, რომელსაც აყალიბებს ა.შ.შ.-ის საელჩო საქართველოში და რომელიც შედგება საელჩოს, სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრისა და საქართველოს ბანკის წარმომადგენლებისგან, აგრეთვე ფულბრაიტის ყოფილი სტიპენდიანტებისგან.
სექტემბერ-ოქტომბერში ნახევარფინალისტებს მოეთხოვებათ ჩააბარონ შემდეგი სტანდარტული ტესტები:

TOEFL – IBT მინიმუმ 80 ქულა; PBT მინიმუმ 550 ქულა. რეკომენდირებულია IBT 100 ქულა (PBT 600 ქულა) მთელ რიგ სფეროებში, მათ შორის, არქიტექტურა, საჯარო მმართველობა, ბიზნესი. სამართალში მინიმალური მოთხოვნაა IBT 100 ქულა.
GRE - სავალდებულოა ყველა სფეროში, გარდა სამართლისა;

GMAT - სავალდებულოა ბიზნესის ადმინისტრირებისთვის სფეროსთვის.

განათლების საერთაშორისო ინსტიტუტი გადასცემს კანდიდატების განცხადებებს ა.შ.შ.- ის უნივერსიტეტებს, რათა მათ განიხილონ მათი შესაბამის უნივერსიტეტებში მიღების საკითხი. კანდიდატებმა თვითონ არ უნდა მიმართონ უნივერსიტეტებს. კანდიდატების უნივერსიტეტებში განაწილების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ა.შ.შ-ის
სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიურო განათლების საერთაშორისო ინსტიტუტის რეკომენდაციის საფუძველზე. საბოლოო შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ 2018 წლის გაზაფხულზე.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«სექტემბერი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
252627
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში პროექტის -  „ჩემი 10 სამუშაო დღე“ მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში პროექტის - „ჩემი 10 სამუშაო დღე“ მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, სტიპენდიანტთა პროფესიული წინსვლის ხელშეწყობის მიზნით, აქტიურად განაგრძნობს ახალი ინიციატივის - „ჩემი 10 სამუშაო დღე“ განხორციელებას.

Read more
28293031
1234567
891011121314
151617
საინფორმაციო შეხვედრა საგრანტო პროგრამებთან დაკავშირებით

საინფორმაციო შეხვედრა საგრანტო პროგრამებთან დაკავშირებით

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში დაიწყო საინფორმაციო შეხვედრები საგრანტო პროგრამებით დაინტერესებულ მოქალაქეებთან. პარასკევს, 12 სექტემებერს, შეხვდრა გაიმართა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (გაუ) სტუდენტებთან. შეხვედრას ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი დაესწრო.

Read more
18192021
22232425262728
293012345