სიახლეები

 

განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2014-2022 წლებში განხორციელებული პროგრამების ანგარიში წარადგინა

3691
  • 29 სექტემბერი 2022
განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2014-2022 წლებში განხორციელებული პროგრამების ანგარიში წარადგინა

28 სექტემბერს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ცენტრალურ დარბაზში სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2022 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებაზე, ცენტრის დირექტორმა ნინო ჭელიძემ, წარადგინა 2014-2022 წლებში განხორციელებული პროგრამების ანგარიში. ცენტრი, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 2014 წელს დაარსდა. დაფუძნებიდან დღემდე გაცემულია 1200-ზე მეტი სტიპენდია, სახელმწიფოს მხრიდან სასტიპენდიო პროგრამების მხარდასაჭერად გამოყოფილია 50 მილიონ ლარზე მეტი, ცენტრი ამჟამად 16 (14+2) სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომელთა ფარგლებშიც სტუდენტები სწავლას განაგრძობენ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, ასობით ახალგაზრდა კი უკვე საქართველოში დაბრუნდა და მიღებული ცოდნის რეალიზებას სამშობლოში განაგრძობს.

ცენტრთან თანამშრომლობით განხორციელებული თუ მიმდინარე პროგრამების შესახებ  ისაუბრეს საერთაშორისო პარტნიორებმა: უნგრეთის ელჩმა - ანა მარია შიკომ,  იტალიის ელჩმა  - ენრიკო ვალვომ და აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშემ - კრისტოფერ ანდერსონმა.

დამსწრე საზოგადოებას, ცენტრის სტიპენდიატებსა და მოწვეულ სტუმრებს მიესალმა საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ტყემალაძე,  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი -  ნინო წერეთელი.

საზოგადოებას განხორციელებული საქმიანობის პრეზენტაცია წარუდგინა ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციამაც, რომელიც 2018 წელს ჩამოყალიბდა. ასოციაციის წევრები აქტიურად ახორციელებენ პროექტებს სხვადასხვა სფეროში, ორგანიზებას უწევენ კარიერულ ფორუმებს და საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ ცენტრის სასტიპენდიო კონკურსებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს. ასოციაციის ყოფილმა პრეზიდენტმა - ხატია გოგილაშვილმა 2021-2022 წლებში განხორციელებული საქმიანობა შეაჯამა, ხოლო ახალმა ხელმძღვანელმა - სალომე გეგუჩაძემ ასოციაციის ფარგლებში დაგეგმილი სამომავლო ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«მაისი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012
განათლების საერთაშორისო ცენტრსა და საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნულ ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

განათლების საერთაშორისო ცენტრსა და საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნულ ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

რეგიონებში განათლების ინტერნაციონალიზაციის გაძლიერების მიზნით, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და საქართველოს ადგილობრიც თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნუნუ მიცკევიჩმა და საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო რუხაძემ.

Read more
345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789