სიახლეები

 

განათლების საერთაშორისო ცენტრი 2015 წლის კურსამთავრებულთა დასაქმების საპილოტე პროგრამას იწყებს

2253
  • 17 ივნისი 2015
განათლების საერთაშორისო ცენტრი 2015 წლის კურსამთავრებულთა დასაქმების საპილოტე პროგრამას იწყებს

განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2014-15 სასწავლო  წელს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მსურველი 87 წარმატებული ახალგაზრდა დააფინანსა. სულ მალე მათი ნაწილი - სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების კურსდამთავრებულები საქართველოში დაბრუნდებიან და შესაბამის სფეროში მოღვაწეობას გააგრძელებენ. კურსდამთავრებულთა ყველაზე წარმატებულ ნაწილს სახელმწიფო დასაქმებაში შეუწყობს ხელს.  გარდა დასაქმებისა, განათლების საერთაშორისო ცენტრი კურსდამათავრებულებს სოციალური, აკადემიური და პროფესიონალური ქსელის შექმნაში დაეხმარება, რაც ერთის მხრივ კურსდამთავრებულებს ინდივიდუალური პროფესიონალური კონტაქტების გაფართოებას მოემსახურება, მეორე მხრივ ამავე კურსდამთავრებულების ურთიერთთანამშრომლობასა და ერთობლივ  პროექტებში მუშაობას შეუწყობს ხელს.

     კურსამთავრებულთა დასაქმების საპილოტე პროგრამა შემდეგ საფეხურებს მოიცავს -   დაფინანსებული აკადემიური წლის დამთავრებისას ცენტრის ბენეფიციარები დასაქმების კითხვარს ავსებენ, რაც შესაბამისი ვაკანსიის  მოძიებასა და შერჩევაში ეხმარება ცენტრს. ბენეფიციარის პროფესიული გამოცდილება, აკადემიური ხარისხი, კვლევის თემა თუ პროფესიული ინტერესი -  დამსაქმებლის საჭიროებასა და არსებულ  ვაკანსიებთან ერთად გათვალისწინებული იქნება  დასაქმების პროცესში. 
      ბენეფიციარების კითხვარებს დაამუშავებენ ცენტრის ადმინისტრაციისა და  საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლები. დამუშავებული კითხვარისა და გასაუბრების შედეგად კურსდამთავრებულების პროფესიული რეზიუმეები განსახილველად ორ კვირიანი ვადით შესაბამისი საჯარო უწყებების ადამიანური რესურსების სამსახურებს გადაეცემა.ამის შემდეგ განათლების საერთაშორისო ცენტრი, საჯარო სამსახურის ბიურო  და შესაბამისი უწყებები 2015 წლის ბენეფიციარებს /კურსდამთავრებულებს ხელშეკრულებით დასაქმებას შესაბამისი აკადემიური ხარისხისა და  სპეციალობის გათვალისწინებით შესთავაზებენ. 
       2015 წლის 16 ივნისს განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჭელიძემ საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენელთან ირმა მიქაძესთან ერთად საპილოტე პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ცენტრის კურსდამთავრებულთან  ნინო რუხაძესთან გამართა.  ნინო რუხაძე მიჩიგანის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის კურსამთავრებული და  დასაქმების საპილოტე პროგრამის პირველი ბენეფიციარია. განათლების საერთაშორისო ცენტრის ადმინისტრაცია ინდივიდუალურ რეჟიმში კვლავაც გააგრძელებს კურსდამთავრებულებთან შეხვედრებს მათ დასაქმებაში ხელშეწყობის მიზნით.
Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«აგვისტო 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

უნგრეთის საელჩომ საქართველოში „Stipendium Hungaricum”-ის პროგრამის 2025-2026 აკადემიური წლის სტიპენდიანტებს უმასპინძლა

Read more
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567