სიახლეები

 

განათლების საერთაშორისო ცენტრმა ორი სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადა

13754
  • 15 აპრილი 2019
განათლების საერთაშორისო ცენტრმა ორი სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადა

15 აპრილს განათლების საერთაშორისო ცენტრმა ორი სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადა: ეს პროგრამებია:

  • საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა
  • სტიპენდია უნგრელი სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის

 

ორივე პროგრამის ფარგლებში ელექტრონული განაცხადები მიიღება 2019 წლის  15 აპრილიდან  2019 წლის  15  მაისის ჩათვლით (თბილისის დროით 19:00 სთ-მდე). კონკურსის საბოლოო შედეგები მონაწილეებს ეცნობებათ 2019 წლის 30 ივნისამდე.

საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის ამოცანაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის საჭირო მაღალკვალიფიციური და კომპეტენტური კადრების მომზადება და საჯარო სამსახურში დასაქმებულთა საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა; პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები და პირადობის ნეიტრალური მოწმობისა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელები, რომლებიც დასაქმებულნი არიან საჯარო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში და სურთ დაკავებული თანამდებობით დაკისრებული საქმიანობის შესაბამისი შინაარსის პროგრამით აიმაღლონ კვალიფიკაცია.

სტიპენდია უნგრელი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის - ეს პროგრამა უნგრეთის მოქალაქეებს სთავაზობს სტიპენდიას, რომლის ფარგლებშიც მათ საშუალება ეძლევათ  ჩაერთონ ქართული უნივერსიტეტების სასწავლო ან კვლევით პროგრამაში. სასტიპენდიო პროგრამა ადმინისტრირებულია სსიპ საერთაშორისო განათლების ცენტრისა და ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის მიერ. პროგრამის მონაწილეებს უნგრეთიდან შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ მოკლე ან გრძელვადიან კურსებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 

(The Scholarship Program for Hungarian Students and Researchers 2019  - offers up to ten scholarships to citizens of Hungary, who wish to study or to conduct research at the selected Georgian universities. The  scholarship program is administered by the LEPL International Education Center, Georgia and the Tempus Public Foundation, Hungary. 

Interested candidates (Applicants) from Hungary can apply for long and short-term courses, offered by the following Georgian higher education institutions – Iv. Javakhishvili Tbilisi State University and  Shota Rustaveli Batumi State University).

იხილეთ ბმულები:

 

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«მაისი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012
განათლების საერთაშორისო ცენტრსა და საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნულ ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

განათლების საერთაშორისო ცენტრსა და საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნულ ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

რეგიონებში განათლების ინტერნაციონალიზაციის გაძლიერების მიზნით, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და საქართველოს ადგილობრიც თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნუნუ მიცკევიჩმა და საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო რუხაძემ.

Read more
345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789