სიახლეები

 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

2537
  • 17 იანვარი 2017
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

17 იანვარს განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ჭელიძემ და დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCD) პრეზიდენტმა პროფესორმა ენდრიუ დიკსმა  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის მიზანია, განავითაროს საგანმანათლებლო და აკადემიური თანამშრომლობა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯს შორის.

მემორანდუმი ითვალისწინებს საგანმანათლებლო პროცესში  მხარეებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებით ქართველი სტუდენტების მომზადების ხელშეწყობას.

ცენტრი და დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯი ერთობლივად დაგეგმავენ და შეიმუშავებენ საერთო პროგრამულ სახელმძღვანელო პრინციპებს,  საქართველოდან სტუდენტების დაფინანსების მიზნით. 

აღნიშნული მემორანდუმი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება  საქართველო-ირლანდიის საგანმანათლებლო ურთიერთობებში და საშუალებას მისცემს ნიჭიერ ქართველ სტუდენტებს დაეუფლონ სასურველ სპეციალობას, გაიღრმავონ ცოდნა და  პროფესიული გამოცდილება. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს მნიშვნელოვან ფინანსურ შეღავათებს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ჩაირიცხებიან. 

თბილისში ასევე იმყოფებიან ინჟინერიისა და არქიტექტურის სკოლის დირექტორი პროფესორი დევიდ ფიცპატრიკი და კოლეჯის  რეგიონული მენეჯერი ეისლინგ ტიერნანი. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები იგეგმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«აგვისტო 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

უნგრეთის საელჩომ საქართველოში „Stipendium Hungaricum”-ის პროგრამის 2025-2026 აკადემიური წლის სტიპენდიანტებს უმასპინძლა

Read more
123
45678910
1112
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა. ფორუმში 2025-2026 აკადემიური წლის საგრანტო კონკურსებში გამარჯვებული სტიპენდიანტები, ცენტრის პარტნიორი საელჩოს წარმომადგენლები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ.

Read more
1314151617
18192021222324
25262728293031
1234567