სიახლეები

 

„სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“ - განაცხადების მიღება იწყება

1698
  • 31 იანვარი 2017
„სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“ - განაცხადების მიღება იწყება

31 იანვარს განათლების საერთაშორისო ცენტრში  სასტიპენდიო პროგრამის „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“ პრეზენტაცია შედგა. საკონკურსო მოთხოვნები და პირობები საზოგადოებას განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა - ნინო ჭელიძემ, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში - ბატონმა პასკალ მენიე და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორმა -  ჟან-ივ ლავუარმა გააცნეს.

სასტიპენდიო პროგრამასამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“ წარმოადგენს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისა და საფრანგეთის მთავრობის ერთობლივ სასტიპენდიო პროგრამას, რომლის საფუძველია სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და კამპუსს ფრანსს შორის 2015 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება პარტნიორობის შესახებ.

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისაფრანგეთის საელჩო საქართველოში და კამპუსს ფრანსი ერთობლივად  დააფინანსებენ პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ კონკურსანტებს. სწავლის დასრულების შემდგომ კურსდამთავრებულები საქართველოში დაბრუნდებიან და მოღვაწეობას განაგრძობენ სპეციალობის შესაბამის სფეროში 3 წლის ვადითასევე, ცენტრის მიერ შეთავაზების შემთხვევაში ითანამშრომლებენ საქართველოს  საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

2017- 2018 სასწავლო წელს პროგრამის განხორციელების შედეგად საქართველოს 15-მდე მოქალაქე  შეძლებს საფრანგეთში, როგორც ფრანგულენოვან, ასევე ინგლისურენოვან პროგრამებზე პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულებით მაგისტრის ხარისხის მოპოვებას და მიღებული ცოდნის საქართველოში რეალიზებას.

 2017-2018 სასწავლო წლისთვის პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად გამოცხადდა შემდეგი  მიმართულებები/სპეციალობები:

  • აგრარული მეცნიერებანი;
  • განათლება;
  • ინჟინერია;
  • მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი;
  • სოციალური მეცნიერებები;
  • ჰუმანიტარული მეცნიერებანი;
  • სამართალი;
  • არქიტექტურა;
  • საჯარო მმართველობა;
  • მენეჯმენტი.

ელ.  განაცხადები მიიღება 2017 წლის 1 თებერვლიდან - 1 მარტის  ჩათვლით.

  • საკონკურსო განაცხადების და შესაბამისი დოკუმენტაციის (მათ შორის, უცხო ენაზე შედგენილი) წარდგენა ხდება ელექტრონულ მისამართზე - www.iec.gov.ge, ელექტრონული განაცხადის შევსების გზით.
  • სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი. მის.: ინგოროყვას 7, ელ-ფოსტა: info-iec@iec.gov.ge, ცხელი ხაზი: 2 40 02 02

აღნიშნული პროგრამა პირველად 2016 წელს ამოქმედდა და საქართველოს 16 მოქალაქე უკვე სწავლობს საფრანგეთის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში - (ბურგუნდიის უნივერსიტეტი, სიანს პო, პარიზის დიდროს უნივერსიტეტი, სორბონის უნივერსიტეტი, სტრასბურგის უნივერსიტეტი და ა.შ).

სასტიპენდიო კონკურსის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტებთან: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი - 17 იანვარი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი - 18 იანვარი; იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 23 იანვარი; ასევე იგეგმება  პირველი თებერვლიდან პირველი მარტის ჩათვლით ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში (ინგოროყვას 7, ოთახი N4, სართული 3)  13:00-16:00 საათამდე პროგრამით დაინტერესებული პირებისთვის საინფორმაციო შეხვედრების მოწყობა.

 

 

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
5.0

x
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
3012
განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულებისთვის დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმი გაიმართა

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულებისთვის დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისა და სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, თბილისში კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმი გაიმართა.

 

Read more
3456
78
განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლებმა კარიერული განვითარების ბანაკში მიიღეს მონაწილეობა

განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლებმა კარიერული განვითარების ბანაკში მიიღეს მონაწილეობა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს „კარიერული განვითარების ბანაკი 2024“-ის ფარგლებში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაში.

Read more
91011
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს ფედერიკო მეორის სახელობის ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია, რომელსაც უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მატეო ლორიტო ხელმძღვანელობდა.

Read more
1213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910