სიახლეები

 

ადამიანური კაპიტალის განვითარების საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა

2593
  • 13 ნოემბერი 2017
ადამიანური კაპიტალის განვითარების საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა
მიმდინარე წლის 10 ნოემბერს სასტუმრო „რუმს თბილისში“ გაიმართა საკოორდინაციო შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა ადამიანური კაპიტალის განვითარების საკითხებს. შეხვედრას თავმჯდომარეობას უწევდნენ ქეთევან ნატრიაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე და დანიელ ჰაასი,  გერმანიის საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 

აღნიშნულ შეხვედრას დაესწრო სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი ნინო ჭელიძე და დამსწრე საზოგადოებას მიმდინარე  სასტიპენდიო პროგრამები გააცნო. მან ასევე ისაუბრა საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციებისა და საელჩოების ჩართულობასა და სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების  აუცილებლობაზე. 

მიმდინარე რეფორმებისა და განვითარების საჭიროებების შესახებ დონორი ქვეყნებისა და ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის თანმიმდევრულად მიწოდების, ასევე, სახელმწიფო უწყებების ინიციატივების რეალიზებისა და საგარეო დახმარების რესურსების მობილიზების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობა მართავს თემატური საკოორდინაციო ჯგუფების შეხვედრებს. აღნიშნული შეხვედრები წარმოადგენს, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართული დონორების ყოველწლიური საკოორდინაციო ფორუმის გაგრძელებას.  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და დახმარებით ყოველ წელს ტარდება 6 თემატური საკოორდინაციო შეხვედრა. ესენია: ეკონომიკური ზრდა, ადამიანური კაპიტალის განვითარება,, კანონის უზენაესობა, კარგი მმართველობა და საჯარო სექტორის რეფორმა, სოციალური კეთილდღეობა,  ეროვნული რესურსების მდგრადი გამოყენება.




Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678