სიახლეები

 

საინფორმაციო შეხვედრა უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან

10789
  • 1 დეკემბერი 2020
საინფორმაციო შეხვედრა უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან

1 დეკემბერს შედგა საინფორმაციო  ონლაინ-შეხვედრა საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენელებთან. შეხვედრის თემა იყო უნგრეთში სასტიპენდიო პროგრამების („Stipendium Hungaricum 2021-2022“) კონკურსი, რომელიც საქართველოში განათლების საერთაშორისო ცენტრისა და უნგრეთის საელჩოს პარტნიორობით ხორციელდება.

შეხვედრას უძღვებოდა დოქტორი ანიკო ფარკაში, უნგრეთის ელჩის მოადგილე. მომხსენებელმა ისაუბრა პროგრამის მიზნების, საკონკურსო პროცედურებისა და ვადების შესახებ და უპასუხა მონაწილეთა შეკითხვებს.

ონლაინ შეხვედრას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტების ხელმძღვანელები/წარმომადგენლები.

ცენტრი აღნიშნულ პროგრამას 2017 წლიდან უწევს ორგანიზებას. დღემდე პროგრამით საქართველოს 250-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.

უნგრეთის მთავრობის სტიპენდია „Stipendium Hungaricum” დაწესდა 2013 წელს უნგრეთის მთავრობის მიერ. პროგრამაში ამჟამად ოთხი კონტინენტის მასშტაბით 50-ზე მეტი პარტნიორი ქვეყანაა ჩართული. საქართველოში პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორები არიან: უნგრეთის მხრიდან - ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდი და საქართველოს მხრიდან - სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი.

პროგრამის ფარგლებში ელექტრონული განაცხადები მიიღება : 

• ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ვებგვერდზე - 16 ნოემბერი, 2020 – 16 იანვარი, 2021, ცენტრალური ევროპული დროით 23:59 საათამდე, ადგილობრივი/თბილისის დროით 17 იანვრის 02:59 საათამდე.

• სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე - 16 ნოემბერი, 2020 – 16 იანვარი, 2021 ცენტრალური ევროპული დროით 23:59 საათამდე, ადგილობრივი/თბილისის დროით 17 იანვრის 02:59 საათამდე.

 

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«ივლისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს საფრანგეთის სახელმწიფოს საპატიო ჯილდო - „აკადემიური პალმის ორდენი“ გადაეცა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს საფრანგეთის სახელმწიფოს საპატიო ჯილდო - „აკადემიური პალმის ორდენი“ გადაეცა

საფრანგეთის საელჩომ თბილისში „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში - France Excellence 2025-2026”-ის სტიპენდიანტებს უმასპინძლა.

Read more
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910