სასტიპენდიო პროგრამის „საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2017-2018“ მიზანია საქართველოს მოქალაქეებისათვის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთათვის უცხოეთის უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებაში ამ პროგრამით პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულებების სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის ხელმისაწვდომობის ამაღლება. 
 2017-2018 სასწავლო წლისათვის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი პროგრამული მიმართულებები/სპეციალობები:
 
 
  - ხელოვნება;
  - რესტავრაცია/კონსერვაცია;
  - ხელოვნების მენეჯმენტი და ადმინისტრირება.
  
  
 
 განაცხადების წარმოდგენის ვადაა 28 აპრილიდან - 31 მაისის  ჩათვლით (თბილისის დროით 19:00 სთ-მდე), 2017.
 საკონკურსო ვადაში დაინტერესებული პირების მიერ ელექტრონული განაცხადის შევსება და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა ხდება ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში 
https://app.iec.gov.ge/. 
  განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია 31 მაისის ჩათვლით (19:00 სთ-მდე)  უნდა აიტვირთოს ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში. 
 საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს 13:00 საათიდან 15:00 საათამდე ( მის.ი.ჭავჭავაძის გამზირი, 7).
 საკონკურსო პირობების, წარმოსადგენი დოკუმენტაციის, საკონკურსო შერჩევის პროცესისა და დაფინანსების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე - 
http://iec.gov.ge/4298