სიახლეები

 

ტრენინგები უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის

3174
  • 12 თებერვალი 2018
ტრენინგები უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის
განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით იწყება ტრენინგების სერია ქართული უნივერსიტეტების აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. ტრენინგებს ჩაატარებენ ავტორიტეტული საერთაშორისო ტრენინგ-ორგანიზაციები. ტრენინგები ხორციელდება ცენტრის საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავს საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას. ტრენინგებში მონაწილეობას იღებს ცენტრის ექვსი პარტნიორი უნივერსიტეტის: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის 50-მდე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.

მიმდინარე წლის 12 თებერვალს განათლების საერთაშორისო ცენტრში ტრენინგების პირველი რაუნდი დაიწყო. ერთკვირიან ტრენინგებს საგანმანათლებლო პროგრამებისა და კურსების ინტერნაციონალიზაციის თემატიკაზე ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის „იეჰუდა ელკანას ცენტრის“ ტრენერები ჩაატარებენ. ღონისძიების ფარგლებში თბილისს ესტუმრნენ განათლების ექსპერტები: პუშა ნასტასე (Pusa Nastase - the Yehuda Elkana Center for Higher Education) და მატიაშ საბო (Matyas Szabo - the Yehuda Elkana Center for Higher Education).

„იეჰუდა ელკანას უმაღლესი განათლების ცენტრი“ (the Yehuda Elkana Center for Higher Education) არის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) კვლევითი ცენტრი, რომელიც უმაღლესი განათლების საერთაშორისო ექსპერტებთან და მკვლევარებთან ერთად მუშაობს განათლების პოლიტიკის, პროფესიული განვითარების პროგრამებისა და საკონსულტაციო ინიციატივების შემუშავებაზე.


Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«თებერვალი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
242526272812
3456789