სიახლეები

 

სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში (Stipendium Hungaricum) 2020-2021 - აპლიკაციების მიღება დაიწყო

21743
  • 18 ნოემბერი 2019
სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში (Stipendium Hungaricum) 2020-2021 - აპლიკაციების მიღება დაიწყო

15 ნოემბერს, ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის (Tempus Public Foundation) ვებ-გვერდზე https://bit.ly/37iYHny სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში (Stipendium Hungaricum) 2019-2020 სასწავლო წლის კონკურსი გამოცხადდა. აღნიშნულ ვებ-გვერდზე სააპლიკაციო ფორმის შევსებისა და დოკუმენტების ატვირთვის ბოლო ვადაა 2020 წლის 15 იანვარი.

გასული წლის საკონკურსო პროცედურების მსგავსად, კონკურსანტებმა ტემპუსის ვებ-გვერდზე განაცხადის შევსების შემდეგ უნდა გაიარონ რეგისტრაცია სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზე iec.gov.ge შეავსონ შესაბამისი ელ განაცხადის ფორმა, ატვირთონ ტემპუსის სააპლიკაციო ფორმაში შევსებული განაცხადი და სხვა დოკუმენტები.

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია 2019 წლის 22 დეკემბრიდან 2020 წლის 15 იანვრის ჩათვლით.

ცენტრის ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განაცხადების წარმოდგენისა და საინფორმაციო შეხვედრების შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავსდება ცენტრის ვებ-გვერდზე iec.gov.ge.

განათლების საერთაშორისო ცენტრი აღნიშნულ პროგრამას 2017 წლიდან ახორციელებს. 2017 წლიდან დღემდე პროგრამით საქართველოს ორასამდე მოქალაქემ ისარგებლა. მათი ნაწილი განაგრძობს სწავლას უნგრეთის სხვადასხვა სასწავლებელში, ნაწილი დაბრუნდა ქვეყანაში და მიღებული ცოდნის რეალიზებას საკუთარ ქვეყანაში განაგრძობს.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«ივნისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა პროექტი -  „STEM სასკოლო ჰაბი”

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა პროექტი - „STEM სასკოლო ჰაბი”

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამის ფარგლებში, წარმატებით განხორციელდა პროექტი „STEM სასკოლო ჰაბი.”

Read more
202122
232425
განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ACA-ს გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ACA-ს გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი პორტუგალიაში, აკადემიური თანამშრომლობის ასოციაციის (ACA) გენერალურ ასამბლეას დაესწრო.

Read more
26272829
30123456