განათლების საერთაშორისო ცენტრმა მიმდინარე სასტიპენდიო კონურსების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების, საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებისა და საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანი იყო საკონკურსო პროგრამების განხილვა, შეფასება და გამოცდილების გაზიარება.