განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული ახალგაზრდები, რომელთაც სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში გაიარეს, საჯარო უწყებებში დასაქმდებიან, - დასაქმების პროგრამის შესახებ ინფორმაცია კურსდამთავრებულებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიაწოდა.
„საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების“ პროგრამის ფარგლებში განათლების საერთაშორისო ცენტრი მედია ტრენინგში მონაწილობის მისაღებად კონკურსს აცხადებს. ტრენინგი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (ბუდაპეშტი, უნგრეთი) 2015 წლის 14-20 ნოემბერს ჩატარდება.
განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ რატი ბრეგაძე ინიშნება. რატი ბრეგაძეს 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
20-21 ივლისს ბორჯომში განათლების საერთაშორისო ცენტრის ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა. განათლების საერთაშორისო ცენტრის ყოველწლიერი კონფერენცია მიზნად ისახავდა საერთაშორისო პროგრამების სხვადასხვა თაობის სტუდენტების შეხვედრასა და გაცნობას, მათი ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობას.
განათლების საერთაშორისო ცენტრში 2015-2016 სასწავლო წლისთვის საზღვარგარეთ სწავლის მსურველების შერჩევა დასრულდა. წელს სასურველ უმაღლეს სასწავლებელში სწავლას 115 ახალგაზრდა გააგრძელებს.