სიახლეები

 

ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა გამოცხადდა

20387
  • 3 მაისი 2019
ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა გამოცხადდა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში დაიწყო საბუთების მიღება 2020-2021 აკადემიური წლის ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამაზე.

აღნიშნული სტიპენდია წარმოადგენს ა.შ.შ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სტიპენდიას. ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის კანდიდატთა შერჩევას აწარმოებს საქართველოში ა.შ.შ.-ის საელჩო და სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი. ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის მთავარი დამფინანსებელია ა.შ.შ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიურო. პროგრამის თანადამფინანსებელია საქართველოს მთავრობა, საქართველოს ბანკი და "ჯორჯიან კაპიტალი".

სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს ა.შ.შ.-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრულ დაფინანსებას ყველა დისციპლინაში, მათ შორის ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში. 

პროგრამა ხორციელდება უილიამ ფულბრაიტის უცხოური სასტიპენდიო საბჭოს რეგულაციებით. ა.შ.შ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიუროსთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე განათლების საერთაშორისო ინსტიტუტი (Institute of International Education, New York, U.S.A.) თანამშრომლობს ა.შ.შ.-ის უნივერსიტეტების ფართო სპექტრთან, რათა უზრუნველყოს ფულბრაიტის შერჩეული კანდიდატებისთვის ყველაზე შესაფერისი აკადემიური პროგრამის მოძებნა. 

აპლიკაციების მიღება ხორციელდება 2019 წლის 1 აგვისტოს 18:00 საათამდე.  განმცხადებლებმა ელექტრონულად უნდა შეავსონ ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო განაცხადი.

დეტალური ინფორმაცია და ინსტრუქცია იხილეთ ბმულებზე: https://go.usa.gov/xm545 და http://iecdnn.fas.ge/011.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«აპრილი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31
საგრანტო პროგრამა ‘’საზღვარგარეთ კვალიფიკაცის ამაღლება ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოებში დასაქმებულთათვის 2025’’

საგრანტო პროგრამა ‘’საზღვარგარეთ კვალიფიკაცის ამაღლება ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოებში დასაქმებულთათვის 2025’’

დაიწყო განაცხადების მიღება საგრანტო პროგრამის ‘’საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულთათვის 2025’’ფარგლებში. 

Read more
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
567891011