ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აფართოებს - ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოაწერეს ხელი.
 საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა , რომელიც:
 • ხელს შეუწყობს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებსა და ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობას;
 • აფართოებს Fulbright-ის აკადემიურ გაცვლით პროგრამას;
 • ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო ურთიერთობების წახალისებას სტიპენდიებისა და აკადემიური გრანტების გამოყოფისა და გაცვლითი პროგრამების შეთავაზებით;
 პროგრამას საქართველოს მხრიდან განახორციელებს განათლების საერთაშორისო ცენტრი, აშშ-ის მხრიდან კი მისი პარტნიორი იქნება განათლების საერთაშორისო ინსტიტუტი;