სიახლეები

 

გამოცხადდა სასტიპენდიო პროგრამა

3322
  • 11 ოქტომბერი 2023
გამოცხადდა სასტიპენდიო პროგრამა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში გამოცხადდა კონკურსი სასტიპენდიო პროგრამაზე „საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2023-2024“ და მის ქვეპროგრამაზე  „საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლება განათლების ადმინისტრირების მიმართულებით“.

სასტიპენდიო პროგრამა განსაზღვრულია საჯარო, საბიუჯეტო დაწესებულებაში დასაქმებულთათვის.

კონკურსანტის მიერ შერჩეული კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის თემატიკა უნდა შეესაბამებოდეს დაკავებული თანამდებობით დაკისრებული საქმიანობის შინაარსს. პროგრამის ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ 5 დღის და არაუმეტეს 3 თვისა.

ელექტრონული განაცხადის მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა შესაძლებელია ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე https://app.iec.gov.ge/ ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში 2023 წლის 10 ოქტომბრიდან 2023 წლის 15 ნოემბრამდე. საზღვარგარეთ ვიზიტის განხორციელების პერიოდია 2024 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: ​

    - "საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2023-2024" 

    - ქვეპროგრამა "საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლება განათლების ადმინისტრირების მიმართულებით" 

სასტიპენდიო პროგრამებით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება განაცხადების შემოტანის პერიოდში ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში. მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N7, II სართული.

ონლაინ და სატელეფონო კონსულტაციის გავლა შესაძლებელია ცენტრის სოციალური ქსელის, სატელეფონო ცხელი ხაზის ნომერზე: 0322 97 01 97 და ელექტრონული ფოსტის info-iec@iec.gov.ge მეშვეობით.

 

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი 2014 წელს დაარსდა და მისი მიზანია, სახელმწიფოს განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით, ხელი შეუწყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნარებისა და ცოდნის მქონე კადრების მომზადებას. ცენტრმა დაარსების დღიდან 1250-ზე მეტი სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი იძლევა შესაძლებლობას საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ მიიღონ საუკეთესო განათლება და სასწავლო პროგრამის დასრულების შემდგომ მიღებული ცოდნის რეალიზება საკუთარ ქვეყანაში განაგრძონ. ამ მიზნით, ცენტრი ახორციელებს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო და ერთობლივ/პარტნიორულ პროგრამებს.

 

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«ივლისი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2425
განათლების საერთაშორისო ცენტრმა აკადემიური კოოპერაციის ასოციაციის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

განათლების საერთაშორისო ცენტრმა აკადემიური კოოპერაციის ასოციაციის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა ისლანდიაში, აკადემიური კოოპერაციის ასოციაციის (ACA) მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა. 

Read more
2627282930
1
განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა საფრანგეთში კურსდამთავრებულთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა საფრანგეთში კურსდამთავრებულთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნუნუ მიცკევიჩმა საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, საფრანგეთში კურსდამთავრებულთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.  

Read more
2
განათლების საერთაშორისო ცენტრში კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის გამარჯვებულებთან შეხვედრა გაიმართა

განათლების საერთაშორისო ცენტრში კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის გამარჯვებულებთან შეხვედრა გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის გამარჯვებულებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი, ცენტრის კურსდამთავრებულთა კარიერული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის წარმომადგენლები, კომისიის წევრები და კონკურსის გამარჯვებულები ესწრებოდნენ.

Read more
34567
891011121314
15
განათლების საერთაშორისო ცენტრი „Stipendium Hungaricum”-ის წარმატებული სტუდენტებისთვის სახელმწიფო დაფინანსების კონკურსს აცხადებს

განათლების საერთაშორისო ცენტრი „Stipendium Hungaricum”-ის წარმატებული სტუდენტებისთვის სახელმწიფო დაფინანსების კონკურსს აცხადებს

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში „Stipendium Hungaricum”-ის კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული სტუდენტებისთვის, რომლებსაც უნგრეთის უნივერსიტეტებში სწავლის განმავლობაში მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ, სახელმწიფო დაფინანსების კონკურსს აცხადებს.

Read more
161718192021
22232425262728
2930311234