სიახლეები

 

გამოცხადდა სასტიპენდიო პროგრამა საფრანგეთში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის

1395
  • 10 იანვარი 2022
გამოცხადდა სასტიპენდიო პროგრამა საფრანგეთში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის

განათლების საერთაშორისო ცენტრი, კამპუს ფრანსთან ერთად, აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს საფრანგეთში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის.

 

პროგრამის საფუძველია სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და კამპუსს ფრანსს შორის 2019 წლის 5 აპრილს გაფორმებული - პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება.

 

პროგრამის საშუალებით საქართველოს მოქალაქეებს, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს, შესაძლებლობა მიეცემათ მოიპოვონ სტიპენდია საფრანგეთში მაგისტრის აკადემიური ხარისხის მისაღებად, როგორც ფრანგულენოვან, ასევე ინგლისურენოვან პროგრამებზე. სტიპენდია გაიცემა სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცხადებულ ღია კონკურსში გამარჯვების საფუძველზე. გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში შექმნილი საერთაშორისო საკონკურსო კომისია.

 

კონკურსში გამარჯვებული პირი დამოუკიდებლად აწარმოებს ჩარიცხვის პროცედურებს საფრანგეთში, მისთვის სასურველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში/-ებში პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულების/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე.

 

,,სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში  2022-2023’’ -ის ფარგლებში, საკონკურსო განაცხადები მიიღება - 2022 წლის 10 იანვრიდან - 2022 წლის 10 თებერვლის ჩათვლით (18:00 სთ-მდე თბილისის დროით).

2022-2023 სასწავლო წელს პროგრამის ფარგლებში საფრანგეთში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მიზნით გაიცემა 15 სტიპენდია, როგორც ამ სასწავლო წლისათვის გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულთა დასაფინანსებლად, ასევე გასულ წელს დაფინანსებულ იმ პირთა მეორე აკადემიური წლის დასაფინანსებლად, რომლებიც ჩარიცხულნი არიან ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის სამაგისტრო პროგრამაზე.

 

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ცენტრის ვებგვერდს (პროგრამების განყოფილება), ან ფრანგული ინსტიტუტის გვერდს ინტერნეტ-მისამართზე:

https://institutfrancais.ge/ka/about-us/events/-swavla-safrangetshi-registracia-dawyebulia-/?fbclid=IwAR0k-nQDBV1zkmlaOuyMuKEFfGhUfQURAWguoHitqR-jOcThQQZdvesvpXY

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში კი დაგვიკავშირდით: info-iec@iec.gov.ge;   0322 97 01 97.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«იანვარი 2022»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10
გამოცხადდა სასტიპენდიო პროგრამა საფრანგეთში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის

გამოცხადდა სასტიპენდიო პროგრამა საფრანგეთში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის

განათლების საერთაშორისო ცენტრი, კამპუს ფრანსთან ერთად, აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს საფრანგეთში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის.

Read more
111213141516
17181920212223
24252627282930
31123456