სიახლეები

 

გამოცხადდა უნგრეთში სასტიპენდიო პროგრამების კონკურსი

10189
  • 16 ნოემბერი 2021
გამოცხადდა უნგრეთში სასტიპენდიო პროგრამების კონკურსი

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უნგრეთში სასტიპენდიო პროგრამების - „Stipendium Hungaricum 2022-2023’’ -  კონკურსი გამოაცხადა. ცენტრი აღნიშნულ პროგრამას 2017 წლიდან, საქართველოში უნგრეთის საელჩოსთან ერთად ახორციელებს. დღემდე პროგრამით საქართველოს 300-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.  


უნგრეთის მთავრობის სტიპენდია ,,Stipendium Hungaricum” დაწესდა 2013 წელს უნგრეთის მთავრობის მიერ. პროგრამაში ამჟამად ოთხი კონტინენტის მასშტაბით 50-ზე მეტი პარტნიორი ქვეყანაა ჩართული. საქართველოში პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორები არიან: უნგრეთის მხრიდან - ტემპუსის  საზოგადოებრივი  ფონდი და საქართველოს მხრიდან - სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი. 

კონკურსით დაინტერესებულმა მოქალაქეებმა ელექტრონული განაცხადები უნდა წარმოადგინონ შემდეგ ვადებში:

 

  • ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ვებგვერდზე - 15 ნოემბერი, 2021 – 15 იანვარი, 2022, უნგრეთის დროით 23:59 საათამდე, ადგილობრივი/თბილისის დროით 16 იანვრის 02:59 საათამდე.
  • სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე -  16 ნოემბერი, 2021  – 15 იანვარი, 2022 უნგრეთის დროით 23:59 საათამდე, ადგილობრივი/თბილისის დროით 16 იანვრის 02:59 საათამდე.

 

კონკურსთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი ვადები და ეტაპები დეტალურად განთავსებულია:   https://stipendiumhungaricum.hu/apply/

ელექტრონული განაცხადი სრულყოფილად უნდა იყოს წარმოდგენილი როგორც ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის, ასევე სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზე.

პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს 80 მოქალაქის დაფინანსებას უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შემდეგ აკადემიურ საფეხურებზე:

• ბაკალავრიატი - არაუმეტეს 30, 
• მაგისტრატურა - არაუმეტეს 30,  
• დოქტორანტურა - არაუმეტეს 10, 
• ინტეგრირებული ხუთწლიანი მაგისტრატურა (OTM) –  არაუმეტეს 5. 
• 3-10 თვის ხანგრძლივობის ტრენინგ კურსები - 5.

დაფინანსება მოიცავს ყოველთვიურ სტიპენდიას, სამედიცინო დაზღვევისა და საცხოვრებელ ხარჯებს სწავლის სრული კურსის დამთავრებამდე. 

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«სექტემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456