სიახლეები

 

გამოცხადდა სასტიპენდიო პროგრამა France Excellence 2023-2024 საფრანგეთში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის!

5959
  • 18 მაისი 2023
გამოცხადდა სასტიპენდიო პროგრამა France Excellence 2023-2024 საფრანგეთში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის!

საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ სტიპენდია საფრანგეთის უმაღლეს სასწავლებლებში სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და Institut Français de Géorgie/საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე.
 

ელექტრონული განაცხადის მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა შესაძლებელია ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე https://app.iec.gov.ge/ ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში 2023 წლის 17 მაისიდან 2023 წლის 31 მაისის 18:00 საათამდე (თბილისის დროით).

 

სასტიპენდიო პროგრამებით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება განაცხადების შემოტანის პერიოდში ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე, განათლების საერთაშორისო ცენტრში.

მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N7, II სართული.

ონლაინ და სატელეფონო კონსულტაციის გავლა შესაძლებელია ცენტრის სოციალური ქსელის, სატელეფონო ცხელი ხაზის ნომერზე: 0322 97 01 97 და ელექტრონული ფოსტის info-iec@iec.gov.ge მეშვეობით.

 

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 2014 წელს დაარსდა, უკვე 9 წელია აფინანსებს საზღვარგარეთ სწავლის მსურველ სტუდენტებს.

დაუბრუნე შენი ცოდნა საქართველოს!

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«სექტემბერი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
252627
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში პროექტის -  „ჩემი 10 სამუშაო დღე“ მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში პროექტის - „ჩემი 10 სამუშაო დღე“ მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, სტიპენდიანტთა პროფესიული წინსვლის ხელშეწყობის მიზნით, აქტიურად განაგრძნობს ახალი ინიციატივის - „ჩემი 10 სამუშაო დღე“ განხორციელებას.

Read more
28293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345