სიახლეები

 

გამოცხადდა უნგრეთში სასტიპენდიო პროგრამების კონკურსი

7681
  • 16 ნოემბერი 2020
გამოცხადდა უნგრეთში სასტიპენდიო პროგრამების კონკურსი

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უნგრეთში სასტიპენდიო პროგრამების - „Stipendium Hungaricum 2021-2022’’ -  კონკურსი გამოაცხადა. ცენტრი აღნიშნულ პროგრამას 2017 წლიდან ახორციელებს. დღემდე პროგრამით საქართველოს 250-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.  


უნგრეთის მთავრობის სტიპენდია “Stipendium Hungaricum” დაწესდა 2013 წელს უნგრეთის მთავრობის მიერ. პროგრამაში ამჟამად ოთხი კონტინენტის მასშტაბით 50-ზე მეტი პარტნიორი ქვეყანაა ჩართული. საქართველოში პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორები არიან: უნგრეთის მხრიდან - ტემპუსის  საზოგადოებრივი  ფონდი და საქართველოს მხრიდან - სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი. 


პროგრამის ფარგლებში ელექტრონული განაცხადის წარმოდგენა მიმდინარეობს სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზე iec.gov.ge - 

•    ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ვებგვერდზე - 16 ნოემბერი, 2020 – 16 იანვარი, 2021, ცენტრალური ევროპული დროით 23:59 საათამდე, ადგილობრივი/თბილისის დროით 17 იანვრის 02:59 საათამდე.
•    სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე - 16 ნოემბერი, 2020 – 16 იანვარი, 2021 ცენტრალური ევროპული დროით 23:59 საათამდე, ადგილობრივი/თბილისის დროით 17 იანვრის 02:59 საათამდე.


ელექტრონული განაცხადი სრულყოფილად უნდა იყოს წარმოდგენილი როგორც ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ვებ-გვერდზე http://studyinhungary.hu/study-in-hungary/menu/stipendium-hungaricum-scholarship-programme, ასევე სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზე  https://app.iec.gov.ge/.


პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს 80 მოქალაქის დაფინანსებას უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შემდეგ აკადემიურ საფეხურებზე:


• ბაკალავრიატი - არაუმეტეს 30, 
• მაგისტრატურა - არაუმეტეს 30,  
• დოქტორანტურა - არაუმეტეს 10, 
• ინტეგრირებული ხუთწლიანი მაგისტრატურა (OTM) –  არაუმეტეს 5. 
• 3-10 თვის ხანგრძლივობის ტრენინგ კურსები - 5 (ეს უკანასკნელი განხორციელდება 2022-2023 სასწავლო წელს).


სასწავლო პროგრამის პირველ წელს სტიპენდიატებმა (გარდა დოქტორანტებისა) უნდა გაიარონ მიმღები უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული უნგრული ენის შემსწავლელი კურსი „Hungarian as foreign language” და ჩააბარონ გამოცდა მეორე სემესტრის დასრულებისას.  ეს წესი არ ეხებათ უნგრულენოვან პროგრამაზე ჩარიცხულ სტიპენდიატებს. კონკურსთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი ვადები და ეტაპები დეტალურად განთავსებულია:   https://stipendiumhungaricum.hu/apply/


კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, სტიპენდიატები 2021-2022 აკადემიურ წელს უფასოდ ისწავლიან   უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (უნივერსიტეტებსა და უმაღლეს სკოლებში).  


დაფინანსება მოიცავს ყოველთვიურ სტიპენდიას, საცხოვრებელი ფართის ქირის ანაზღაურებასა და სამედიცინო დაზღვევას სწავლის სრული კურსის დამთავრებამდე. 

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«დეკემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345