სიახლეები

 

განათლების საერთაშორისო ცენტრის ახალი ქვეპროგრამის „უცხოეთში განათლების მიღების ხელშეწყობა რეგიონების განვითარებისთვის 2024-25“ პრეზენტაცია გაიმართა

1003
  • 18 აპრილი 2024
განათლების საერთაშორისო ცენტრის ახალი ქვეპროგრამის „უცხოეთში განათლების მიღების ხელშეწყობა რეგიონების განვითარებისთვის 2024-25“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ახალი ქვეპროგრამის „უცხოეთში განათლების მიღების ხელშეწყობა რეგიონების განვითარებისთვის 2024-25“ პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ტარიელ გუგავამ გახსნა.

შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე წულაძე, მოადგილეები - გელა გელაძე, თამარ მახარაშვილი და ნოდარ პაპუკაშვილი, საქართველოს რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულები, რეგიონული უნივერსიტეტების რექტორები, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნუნუ მიცკევიჩმა შეხვედრის მონაწილეებს ცენტრის ახალი ქვეპროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. 

განათლების საერთაშორისო ცენტრის ახალი ქვეპროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების მხარდაჭერას საზღვარგარეთ განათლების მიღებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით. პროგრამის ბენეფიციარები იქნებიან კონკურსის წესით შერჩეული ახალგაზრდები, რომლებიც სახელმწიფოს დაფინანსებით უცხოეთში განათლებას მიიღებენ/კვალიფიკაციას აიმაღლებენ და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, რეკომენდაციის გამცემ რეგიონებში, უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისად დასაქმდებიან, რათა შეძენილი ცოდნა რეგიონების განვითარებას მოახმარონ.

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის „საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს საუნივერსიტეტო სივრცეში განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, გაფორმდა თანაშრომლობისა და ურთიერთგაგების მემორანდუმი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და რეგიონული უნივერსიტეტების მუდმივმოქმედ კონფერენციას შორის. მემორანდუმის თანახმად, მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ცენტრის კურსდამთავრებულთა სხვადასხვა ფორმით ინტეგრირებას, რათა მათ უცხოეთში შეძენილი ცოდნა და ინოვაციური მიდგომები რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტებს გაუზიარონ.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე განიხილეს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სახელმწიფოთაშორისი საგანმანათლებლო პროგრამები, რომლის თანახმად, ცენტრი ადმინისტრირებას უწევს კონკურსებს უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში აკადემიურ და კვლევით ვიზიტებს ახორციელებენ.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«დეკემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345