სიახლეები

 

განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, სტიპენდიანტებისათვის დასაქმებისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობის ფორუმი გაიმართა

675
  • 20 დეკემბერი 2023
განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, სტიპენდიანტებისათვის დასაქმებისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობის ფორუმი გაიმართა

განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, სტიპენდიანტებისათვის დასაქმებისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობის ფორუმი გაიმართა

განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, კურსდამთავრებულთათვის, რომლებმაც ცენტრის მხარდაჭერით განათლება უცხოეთში მიიღეს, დასაქმებისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობის ფორუმი გაიმართა.

შეხვედრაზე ცენტრის გასული წლების წარმატებულმა სტიპენდიანტებმა და 2023 წლის კურსდამთავრებულებმა დასაქმებისა და კარიერული განვითარების საკითხებზე ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

ღონისძიების ფარგლებში, კურსდამთავრებულთათვის ასევე ჩატარდა ფსიქოლოგის ვორქშოფი: „დასაქმების გამოწვევების რეფლექსია რესურსულ თვითშემეცნებასა და განვითარებაზე.“

შეხვედრაში, სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამის კურსდამთავრებულებთან ერთად, განათლების საერთაშორისო ცენტრის ახალი პარტნიორი, დასაქმების მხარდამჭერი სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ. 

2023 წელს, საქართველოში 40 კურსდამთავრებული დაბრუნდა, რომლებმაც, განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, განათლება მიიღეს ისეთ უნივერსიტეტებში, როგორიცაა: ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა (აშშ); კოლუმბიის უნივერსიტეტი (აშშ); ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლა (დიდი ბრიტანეთი); ბირმინგემის სამეფო კონსერვატორია (დიდი ბრიტანეთი); ლონდონის კინგს კოლეჯი (დიდი ბრიტანეთი); ედინბურგის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი); ბრისტოლის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი); ლონდონის გოლდსმიტის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი); სტრასბურგის უნივერსიტეტი (საფრანგეთი); აიქს-მარსელის უნივერსიტეტი (საფრანგეთი); პარიზის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (საფრანგეთი); ნანტის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (საფრანგეთი); ლიონის კათოლიკური უნივერსიტეტი (საფრანგეთი); დოიჩე ველე აკადემია (გერმანია); ქ. მაინცის იოჰანეს გუტენბერგის უნივერსიტეტი (გერმანია); მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (იტალია); ვერონას უნივერსიტეტი (იტალია); ლუისის უნივერსიტეტი (იტალია); პიზას უნივერსიტეტი (იტალია); ბარსელონას ტექნოლოგიური სკოლა (ესპანეთი); ბარსელონას ეკონომიკის სკოლა (ესპანეთი); როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტი (ნიდერლანდები); ჰააგის ადგილობრივი თვითმმართველობის აკადემია (ნიდერლანდები); ვაგენინგენის კვლევითი უნივერსიტეტი (ნიდერლანდები); კორვინუსის უნივერსიტეტი (უნგრეთი); დებრეცენის უნივერსიტეტი (უნგრეთი); ოიტეოშ ლორანდის უნივერსიტეტი (უნგრეთი); საჯარო სამსახურის ეროვნული უნივერსიტეტი (უნგრეთი);ტარტუს უნივერსიტეტი (ესტონეთი) და სხვა.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
3012
განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულებისთვის დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმი გაიმართა

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულებისთვის დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისა და სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, თბილისში კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმი გაიმართა.

 

Read more
3456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910