სიახლეები

 

განათლების საერთაშორისო ცენტრმა სამ პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

17905
  • 1 თებერვალი 2019
განათლების საერთაშორისო ცენტრმა სამ პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

1 თებერვალს განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2019-2020 სასწავლო წლისათვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამი სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი - ნინო ჭელიძე, ცენტრის სტიპენდიატები, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის საგარეო ურთიერთობების სამსახურების/დეპარტამენტების წარმომადგენლები და პროგრამებით დაინტერესებული საზოგადოება.

კონკურსი გამოცხადდა შემდეგ სასტიპენდიო პროგრამებზე:

• საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2019-2020
• საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები 2019-2020
• საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2019-2020

სამივე პროგრამა ითვალისწინებს როგორც სწავლის საფასურის, ასევე ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას. სასტიპენდიო პროგრამები არის კარგი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რათა სწავლა გააგრძელონ და აკადემიური ხარისხი მოიპოვონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში.

ყოველწლიურად სასტიპენდიო პროგრამებით განათლების საერთაშორისო ცენტრი დაახლოებით 200-მდე ქართველ სტუდენტს აფინანსებს.

პროგრამების ფარგლებში დაფინანსდება როგორც ახალი აპლიკანტები, ისე მიმდინარე გრანტის მფლობელები.

საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები - სასტიპენდიო პროგრამის მიზანია, საქართველოს მოქალაქეებისთვის უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელმისაწვდომობის ამაღლება.

საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები - პროგრამის მიზანია, ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე საჭირო კვალიფიციური კადრების მომზადება და მათი შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში ინტეგრირების ხელშეწყობა. აგრეთვე, ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცის განვითარებისთვის კურსდამთავრებულთა ინტეგრირების ხელშეწყობა საუნივერსიტეტო სივრცეში აკადემიური მოღვაწეობის მიზნით.

საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები - გულისხმობს საქართველოს მოქალაქეებისათვის პრიორიტეტულად გამოცხადებულ საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების შესაბამის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის დაფინანსებას კონკურსის წესით.

მიმდინარე სასწავლო წელს აღნიშნული პროგრამები განახლებული საკონკურსო პირობებითა და ვადებით განხორციელდება. კონკურსანტებს საბუთების შემოტანის ვადა 2-ჯერ გაუხანგრძლივდებათ, რაც ცენტრთან კონსულტაციისა და ხარისხიანი განაცხადის შემოტანის მეტ შესაძლებლობას იძლევა.

განაცხადის შევსება ორ ეტაპად ხდება. პირველ ეტაპზე აპლიკანტს განაცხადისა და მოთხოვნილი დოკუმენტების, ხოლო მეორე ეტაპზე, მხოლოდ ჩარიცხვისა და თანადაფინანსების (პროგრამული მოთხოვნის შემთხვევაში) საბუთის ატვირთვა უწევს ელექტრონულ სააპლიკაციო სისტემაში. განაცხადის ორ ეტაპად შემოტანა, კონკურსის ადმინისტრირებისთვის მეტ დროს განაპირობებს.

ამავდროულად, ცენტრში განაცხადის შევსების ვადები ემთხვევა ევროპისა და (ნაწილობრივ) ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლეს სასწავლებლებში საბუთების შეტანის ვადებს, რაც აპლიკანტებისთვის განაცხადის და საბუთების შეტანის პროცესების სინქრონიზაციას უწყობს ხელს.

სამივე პროგრამის ელექტრონული განაცხადების მიღება 1 თებერვალს 13:00 საათზე დაიწყო და ორი თვე გაგრძელდება.

განათლების საერთაშორისო ცენტრი დაარსდა 2014 წელს და დაარსებიდან დღემდე 650-ზე მეტი სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებისთვის. მათმა ნაწილმა უკვე დაასრულა საზღვარგარეთ სწავლა, დაბრუნდა ქვეყანაში და მიღებული ცოდნის რეალიზებას საკუთარ ქვეყანაში განაგრძობს.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
3.0

x
«ივნისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა პროექტი -  „STEM სასკოლო ჰაბი”

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა პროექტი - „STEM სასკოლო ჰაბი”

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამის ფარგლებში, წარმატებით განხორციელდა პროექტი „STEM სასკოლო ჰაბი.”

Read more
202122
232425
განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ACA-ს გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ACA-ს გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი პორტუგალიაში, აკადემიური თანამშრომლობის ასოციაციის (ACA) გენერალურ ასამბლეას დაესწრო.

Read more
26272829
30123456