სიახლეები

 

განათლების საერთაშორისო ცენტრსა და საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნულ ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

605
  • 2 მაისი 2024
განათლების საერთაშორისო ცენტრსა და საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნულ ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

რეგიონებში განათლების ინტერნაციონალიზაციის გაძლიერების მიზნით, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნულ ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  მემორანდუმს ხელი მოაწერეს განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნუნუ მიცკევიჩმა და საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო რუხაძემ.

მემორანდუმი მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებასა და საქართველოს რეგიონების მხარდაჭერას საზღვარგარეთ განათლების მიღებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით, რაც გულისხმობს ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრების მომზადებასა და რეგიონებში მათი დასაქმების ხელშეწყობას, ასევე, რეგიონებში დასაქმებულ პირთა პროფესიულ განვითარებას უცხოეთში კვალიფიკაციის ამაღლების გზით.

ამ მიზნით, წელს პირველად, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა გამოაცხადა ახალი ქვეპროგრამა "უცხოეთში განათლების მიღების ხელშეწყობა რეგიონების განვითარებისთვის 2024-2025", რომლის ბენეფიციარები სახელმწიფოს დაფინანსებით უცხოეთში განათლებას მიიღებენ/კვალიფიკაციას აიმაღლებენ და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, რეკომენდაციის გამცემ რეგიონებში საზღვარგარეთ მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისად დასაქმდებიან.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«სექტემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456