სიახლეები

 

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის კარიერული ფორუმი

18038
  • 9 დეკემბერი 2019
განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის კარიერული ფორუმი

6 დეკემბერს, მულტიფუნქციურ სივრცეში ,,ტერმინალი’’, „განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის“ ორგანიზებით კარიერული ფორუმი გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა ცენტრის კურსდამთავრებულთა დაახლოებას მათთან პროფესიულად დაკავშირებულ ორგანიზაციებთან. ფორუმში მონაწილეობა ასოციაციის 60-მდე წევრმა და 20-მდე კერძო თუ სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელებმა/წარმომადგენლებმა მიიღეს.

ფორუმი უკვე მეოთხედ გაიმართა. ღონისძიებაზე, ახალგაზრდა პროფესიონალებმა, რომლებმაც განათლება და გამოცდილება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მიიღეს,  საკუთარი გამოცდილება, თანამშრომლობისა და ჩართულობის შესაძლებლობები გაუზიარეს მონაწილე ორგანიზაციებს და თავადაც გაეცნენ  მათი საქმიანობის სპეციფიკას.

კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილი უკვე დასაქმებულია და განიხილავს კარიერული განვითარების ახალ შესაძლებლობებს, მეორე ნაწილი კი - ახლახან დაბრუნდა ქვეყანაში და მზადაა ახალი პროფესიული გამოწვევების მისაღებად.

კურსდამთავრებულთა ასოციაცია 2018 წელს დაფუძნდა და  ცენტრის სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამების ბენეფიციარებს აერთიანებს.
ასოციაციის მიზნებია: კურსდამთავრებულთა ქსელის შექმნა და გაძლიერება; ასოციაციის წევრთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; განვითარებაზე ორიენტირებული კვლევებისა და კონსულტაციების განხორციელება; საზღვარგარეთ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებით საზოგადოებრივი სიკეთის შექმნა.

მიმდინარე წელს ასოციაციამ, განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, საგრანტო კონკურსის ფარგლებში მიიღო კურსდამთავრებულთა პროექტები და 8 გამარჯვებული პროექტიც გამოავლინა. პროექტების განხორციელება უკვე დაიწყო.

განათლების საერთაშორისო ცენტრმა დაარსებიდან დღემდე, 2013-2019 წლებში,  850-მდე სტიპენდია გასცა, ცენტრის დაფინანსებით სტუდენტებმა მიიღეს უმაღლესი განათლება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«აპრილი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31
საგრანტო პროგრამა ‘’საზღვარგარეთ კვალიფიკაცის ამაღლება ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოებში დასაქმებულთათვის 2025’’

საგრანტო პროგრამა ‘’საზღვარგარეთ კვალიფიკაცის ამაღლება ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოებში დასაქმებულთათვის 2025’’

დაიწყო განაცხადების მიღება საგრანტო პროგრამის ‘’საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულთათვის 2025’’ფარგლებში. 

Read more
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
567891011