სიახლეები

 

განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, განხორციელდა პროექტი - ეროვნული და საერთაშორისო სკოლა - სიმპოზიუმი - ფაგოთერაპია, ანტიმიკრობული რეზისტენტობა, იმუნიტეტი“

364
  • 9 მაისი 2025
განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, განხორციელდა პროექტი - ეროვნული და საერთაშორისო სკოლა - სიმპოზიუმი -  ფაგოთერაპია, ანტიმიკრობული რეზისტენტობა, იმუნიტეტი“

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის ფარგლებში წარმატებით განხორციელდა პროექტი - „ეროვნული და საერთაშორისო სკოლა - სიმპოზიუმი - ფაგოთერაპია, ანტიმიკრობული რეზისტენტობა, იმუნიტეტი.“

კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამის მიზანია ცენტრის იმ სტიპენდიანტების მხარდაჭერა, რომლებმაც განათლება მიიღეს ან კვალიფიკაცია აიმაღლეს საზღვარგარეთ და შეძენილი ცოდნის შესაბამისად, საქართველოში სხვადასხვა საზოგადოებრივი, კვლევითი და აკადემიურ-საგანმანათლებლო პროექტის რეალიზებას გეგმავენ.

საგრანტო პროგრამის გამარჯვებული პროექტის - „ეროვნული და საერთაშორისო სკოლა - სიმპოზიუმი - ფაგოთერაპია, ანტიმიკრობული რეზისტენტობა, იმუნიტეტი“ - ხელმძღვანელმა,  მედიცინის დოქტორმა ბესარიონ ლასარეიშვილმა, კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2024 წელს, განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, აშშ-ში, მიჩიგანის უნივერსიტეტში გაიარა. მის მიერ ინიცირებული პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში, სამედიცინო და ვეტერინარიის სფეროს წარმომადგენლებში ანტიმიკრობული რეზისტენტობისა და ფაგოთერაპიის შესახებ ცნობადობის გაზრდას, ანტიბიოტიკორეზისტენტული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის ამაღლებასა და ფაგების კვლევის სფეროში საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებას.

პროექტის ფარგლებში, ქუთაისის, ბათუმისა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ასევე, თბილისისა და რეგიონების ჰოსპიტლებში, პედაგოგების, სტუდენტებისა და კლინიცისტი ექიმებისთვის ჩატარდა სკოლა იმუნიტეტის, ანტიმიკრობული რეზისტენტობისა და ფაგოთერაპიის საკითხებზე. სკოლას, პროექტის ხელმძღვანელთან ერთად,  ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და სხვა წამყვანი ინსტიტუციების სპეციალისტები უძღვებოდნენ.    

ტრენინგებზე განიხილეს იმუნოლოგიის აქტუალური საკითხები, ანტიმიკრობული რეზისტენტობა და მასთან ბრძოლის გზები, ბაქტერიოფაგები და ფაგოთერაპიის მიღწევები.

გაიმართა დისკუსიები თემებზე: ნეონატალური იმუნიტეტი და ვაქცინაცია; იმუნური სისტემის კრიტიკული პერიოდები და დაბერება; როგორ ვებრძოლოთ ანტიმიკრობული რეზისტენტობის განვითარებას; ფაგების სინერგია ანტიბიოტიკებთან და სხვა.

დასკვნით ეტაპზე, პროექტი წარმოდგენილი იყო  საქართველოს ალერგოლოგიის და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ეგიდით გამართულ საერთაშორისო კონგრესზე, რომელშიც მონაწილეობდნენ პროექტში ჩართული უცხოელი სპეციალისტები: მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები - ჯონათან ჰარდი და არტომ როგოვსკი, ესტონეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორი კრისტი პრააკლე და ჰანოვერის სავეტერინარო უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგიისა და ანტიმიკრობული სტრატეგიების, ფაგების ტექნოლოგიების სამეცნიერო ჯგუფის ლიდერი - სოფი კიტლერი.

საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, უცხოელი სტუმრები პროექტის მხარდამჭერს - სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს ეწვივნენ და ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს, ნუნუ მიცკევიჩს შეხვდნენ. 

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«აგვისტო 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

უნგრეთის საელჩომ საქართველოში „Stipendium Hungaricum”-ის პროგრამის 2025-2026 აკადემიური წლის სტიპენდიანტებს უმასპინძლა

Read more
123
45678910
1112
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა. ფორუმში 2025-2026 აკადემიური წლის საგრანტო კონკურსებში გამარჯვებული სტიპენდიანტები, ცენტრის პარტნიორი საელჩოს წარმომადგენლები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ.

Read more
1314151617
18192021222324
25262728293031
1234567