სიახლეები

 

განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, სვანეთში სტიპენდიანტთა ფორუმი გაიმართა

1545
  • 15 აგვისტო 2024
განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, სვანეთში სტიპენდიანტთა ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა. ფორუმში 2024-2025 აკადემიური წლის საგრანტო კონკურსებში გამარჯვებული სტიპენდიანტები, საკონკურსო კომისიის წევრები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ.

სტიპენდიანტთა ფორუმს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ტარიელ გუგავა, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი და ცენტრის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტებმა მონაწილეობა მიიღეს სადისკუსიო პანელებში, სადაც უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის თავისებურებებს გაეცნენ. ფორუმის მონაწილეებმა განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამების, მხარეთა უფლება-მოვალეობებისა და ვალდებულებების მონიტორინგის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს, ასევე, კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო, კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები და დასაქმებასთან დაკავშირებული ინიციატივები განიხილეს.

სტიპენდიანტებისთვის გაიმართა ფსიქოლოგ ლალი ბადრიძის ვორქშოფი პროფესიული განვითარების, კავშირების გაღრმავების, კულტურათაშორის განსხვავებათა მიმღებლობისა და ინტერკულტურული დიალოგის თემებზე.

ფორუმის ფარგლებში, მოეწყო სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება და გასვლითი ტური, მათ შორის, ჰაწვალზე, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმსა და ფილფანის სახელობის თეატრში.

საზღვარგარეთ განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, 2024 წელს, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა 12 საგრანტო/სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადა. 2024-2025 აკადემიური წლისთვის, საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების ფარგლებში ჩატარებულ კონკურსებში საქართველოს 176-მა მოქალაქემ გაიმარჯვა. სახელმწიფო სასწავლო გრანტების წლიური ბიუჯეტი 5,5 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«აგვისტო 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

უნგრეთის საელჩომ საქართველოში „Stipendium Hungaricum”-ის პროგრამის 2025-2026 აკადემიური წლის სტიპენდიანტებს უმასპინძლა

Read more
123
45678910
1112
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა. ფორუმში 2025-2026 აკადემიური წლის საგრანტო კონკურსებში გამარჯვებული სტიპენდიანტები, ცენტრის პარტნიორი საელჩოს წარმომადგენლები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ.

Read more
1314151617
18192021222324
25262728293031
1234567