სიახლეები

 

განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატთა ფორუმი

7734
  • 18 ივლისი 2022
განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატთა ფორუმი

2022 წლის 14-16 ივლისს, გუდაურში, სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა.


ფორუმის მიზანი იყო ცენტრის ბენეფიციართა ერთიანი ქსელის შექმნა, საერთაშორისო პროგრამების სხვადასხვა თაობის სტიპენდიატების შეხვედრა და გაცნობა, მათი თანამშრომლობის ხელშეწყობა და ცენტრის საქმიანობის პოპულარიზაცია.


ფორუმის ფარგლებში განათლების საერთაშორისო ცენტრის 12 სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულებს შეხვდნენ: ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი - ნინო ჭელიძე, ცენტრის პარტნიორი უწყებების წარმომადგენლები, კურსდამთავრებულთა ასოციაციისა და შესარჩევი კომისიის წევრები. სტიპენდიატებს მიესალმნენ და მათ შეკითხვებს უპასუხეს: უნგრეთის ელჩმა საქართველოში - ანა მარია შიკომ, ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშემ - კრისტოფერ ანდერსენმა და ფრანგული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა საქართველოში - პიერ კლუემ.


ორდღიანი ფორუმის განმავლობაში სტუდენტები გაეცნენ ცენტრის მიმდინარე პროგრამებსა და დაგეგმილ პროგრამულ ცვლილებებს უმაღლესი განათლების გლობალიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის პირობებში, შეფასებისა და შერჩევის სტრუქტურასა და პარამეტრებს, პრიორიტეტებს, მსგავსებასა და განსხვავებას სასტიპენდიო სქემებს შორის, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროცესის თავისებურებებს, აკადემიური წარმატების წინაპირობებს, მიიღეს პროფესიული განვითარებისთვის საჭირო რჩევები.


ფსიქოლოგ თამარ თანდაშვილის სესიების ფარგლებში სტუდენტები ასევე დაეუფლნენ ფსიქოლოგიური თვითზრუნვისა და ჯანსაღი ურთიერთობების საწყისებს, გეოგრაფიის, სეზონისა და ადგილმდებარეობის თავისებურებებით გამოწვეულ ფიზიკური საფრთხის ამოცნობას და მართვას.


ცნობისთვის, განათლების საერთაშორისო ცენტრი 2014 წელს დაფუძნდა და დაარსების დღიდან 1200-ზე მეტი სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
5.0

x
«აპრილი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31
საგრანტო პროგრამა ‘’საზღვარგარეთ კვალიფიკაცის ამაღლება ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოებში დასაქმებულთათვის 2025’’

საგრანტო პროგრამა ‘’საზღვარგარეთ კვალიფიკაცის ამაღლება ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოებში დასაქმებულთათვის 2025’’

დაიწყო განაცხადების მიღება საგრანტო პროგრამის ‘’საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულთათვის 2025’’ფარგლებში. 

Read more
123456
7
საკონსულტაციო შეხვედრები საგრანტო პროგრამებთან დაკავშირებით

საკონსულტაციო შეხვედრები საგრანტო პროგრამებთან დაკავშირებით

მიმდინარეობს საკონსულტაციო შეხვედრები სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმდინარე პროგრამებით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის, მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N7, II სართული, და ონლაინ - ZOOM პლატფორმაზე:

Read more
8910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
567891011