სიახლეები

 

განათლების საერთაშორისო ცენტრმა „უნი იტალიას“ მე-4 საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

განათლების საერთაშორისო ცენტრმა „უნი იტალიას“ მე-4 საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

იტალიური მხარის მიწვევით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა რომში, „უნი იტალიას“ მიერ ორგანიზებულ მე-4 საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენცია „უნი იტალიას“ პრეზიდენტმა ფრანჩესკო პროფუმომ გახსნა. სადისკუსიო პანელებში განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი, იტალიის უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოს, აკადემიური თანამშრომლობის ასოციაციის, ევროპის კომისიის, ბრიტანეთის საბჭოს, საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის, ფინეთის განათლების ნაციონალური სააგენტოს, ესპანეთის განათლების ინტერნაციონალიზაციის სამსახურის, ესტონეთის განათლებისა და ახალგაზრდობის საბჭოს, ნიდერლანდების განათლების ინტერნაციონალიზაციის ორგანიზაციის და „კამპუს ფრანსის“ წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კონფერენციის მთავარი თემა იყო „საზღვარგარეთ სწავლის ეკონომიკური შედეგები“. პანელური დისკუსიის მონაწილეებმა უცხოელი სტუდენტების სწავლის ეკონომიკური შედეგები და ქვეყნის შრომის ბაზარზე საერთაშორისო კურსდამთავრებულების გავლენის საკითხები განიხილეს.

კონფერენციის მიზანს პარტნიორ ქვეყნებს შორის აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავება და ინტერნაციონალიზაციის მხარდაჭერა წარმოადგენდა.

კონფერენცია იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს, იტალიის უნივერსიტეტისა და კვლევის სამინისტროს და იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. 

 

წინა სიახლე “Stipendium Hungaricum” 2024-2025 - უნგრეთში სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო
Next Article განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი იტალიაში ქართველ სტუდენტებს შეხვდა
Print
2552 Rate this article:
No rating

x
«დეკემბერი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
24252627282930
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234