სიახლეები

 

განათლების საერთაშორისო ცენტრი 115 სტუდენტის დასაფინანსებლად დღეიდან განაცხადების მიღებას იწყებს

2830
  • 23 მარტი 2015
განათლების საერთაშორისო ცენტრი 115 სტუდენტის დასაფინანსებლად დღეიდან განაცხადების მიღებას იწყებს
განათლების საერთაშორისო ცენტრი 2015-2016 სასწავლო წლისთვის სულ მცირე, 115 სტუდენტის დაფინანსებას გეგმავს.

საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე და საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთათვის კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადებს ცენტრი დღეიდან 15 მაისის ჩათვლით მიიღებს.

დაფინანსების მოპოვების მსურველებს პროგრამაში რეგისტრაცია შეუძლიათ ელექტრონულად, განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზე iec.gov.ge. დაწვრილებითი ინფორმაცის მიღება შესაძლებელია როგორც ვებ-გვერდის, ასევე, ცხელი ხაზისა და განათლების საერთაშორისო ცენტრის თანამშრომლებთან ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციების მეშვეობით.

განათლების საერთაშორისო ცენტრი საკონკურსო პროგრამების საშუალებით აშშ-ის, ევროპის და აზიის წამყვან უნივერსიტეტებში საქართველოს მოქალაქეებისათვის სწავლის დაფინანსებას უზრუნველყოფს. 2015-2016 სასწავლო წლისთვის პირველი კონკურსი 2014 წლის 3 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა, რომლის შედეგადაც 10 კონკურსანტის სწავლა დაფინანსდა. 2014-15 სასწავლო წლებში კი ცენტრმა საზღვარგარეთ 77 სტუდენტის სწავლა დააფინანსა.

განათლების საერთაშორისო ცენტრში ამ ეტაპზე 2 პროგრამა ხორციელდება: საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა და საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამა. საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა მიზნად ისახავს ქვეყნის განვითარებისათვის პრიორიტეტულ დარგებში მაღალკვალიფიციური, საერთაშორისოდ აღიარებული აკადემიური ხარისხის მქონე კადრების მომზადებას. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამა საჯარო სამსახურის მაღალკვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფის მიზნით, კონკურსის წესით საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებისა და გადამზადების პროგრამების დაფინანსებას ითვალისწინებს.

უახლოს მომავალში უნივერსიტეტების კონსორციუმის პროგრამის დამტკიცება იგეგმება, რაც საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, ხელსაყრელი პირობებით მიიღონ უცხოური განათლება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში.

აპლიკანტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას განათლების საერთაშორისო ცენტრის კომისია იღებს. თითოეული კონკურსანტის შეფასებას კომისიის წევრები წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აწარმოებენ.

განათლების საერთაშორისო ცენტრი 2014 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიქმნა. განათლების საერთაშორისო ცენტრის მეშვეობით უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად სახელმწიფო დაფინანსება დღემდე 87-მა სტუდენტმა მოიპოვა.
Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
5.0

x
«დეკემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345