სიახლეები

 

განათლების საერთაშორისო ცენტრი 2016-2017 სასწავლო წლისთვის სასტიპენდიო პროგრამას აცხადებს

2255
  • 25 აპრილი 2016
განათლების საერთაშორისო ცენტრი 2016-2017 სასწავლო წლისთვის სასტიპენდიო პროგრამას აცხადებს

განათლების საერთაშორისო ცენტრი 2016-2017 სასწავლო წლისთვის საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებსა და სახელმწიფო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთათვის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადების მიღებას იწყებს.

განაცხადების წარმოდგენის ვადაა - 26 აპრილიდან - 27 მაისის  ჩათვლით (19:00 სთ), 2016.

კონკურსი სამეტაპიანია, რაც დოკუმენტების ადმინისტრაციულ გადახედვას, განაცხადის შინაარსობრივ შეფასებასა და კომისიასთან აპლიკანტის პირად გასაუბრებას გულისხმობს. დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით უნდა წარმოადგინონ  ( https://app.iec.gov.ge/ ).
ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა კონკურსანტს საშუალებას აძლევს ელ. განაცხადი ეტაპობრივად შეავსოს ან/და შეცვალოს საკონკურსო ვადის ამოწურვამდე.  საკონკურსო ვადის ამოწურვისთანავე სარეგისტრაციო ფორმა იხურება და კონკურსანტი ვეღარ შეძლებს მის რედაქტირებას.

2016-2017 სასწავლო წლისათვის  სასტიპენდიო პროგრამის  ფარგლებში პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი პროგრამული მიმართულებები/სპეციალობები:

  • აგრარული მეცნიერებანი;
  • განათლება; ინჟინერია;
  • მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი;
  • სოციალური მეცნიერებები;
  • ჰუმანიტარული მეცნიერებანი;
  • სამართალი;
  • არქიტექტურა;
  • საჯარო მმართველობა;
  • მენეჯმენტი.

 

აპლიკანტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას განათლების საერთაშორისო ცენტრის კომისია იღებს. თითოეული კონკურსანტის შეფასებას კომისიის წევრები წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აწარმოებენ.
უპირატესობა მიენიჭებათ იმ კონკურსანტებს, რომელთაც გააჩნიათ ინსტიტუციური თანადაფინანსება ან/და პირველად გეგმავენ სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთ,  აგრეთვე, სოციალურად დაუცველის, შეზღუდული შესაძლებლობების და იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი. კონკურსის მსვლელობისას მხედველობაში მიიღება ინფორმაცია კონკურსანტის სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობის შესახებ.

საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის (დოკუმენტაციის ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე - http://iec.gov.ge/4272მიზანია ქვეყნის განვითარებისათვის პრიორიტეტულ დარგებში მაღალკვალიფიციური, საერთაშორისოდ აღიარებული აკადემიური ხარისხის მქონე კადრების მომზადება. პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირები, რომლებიც ჩაირიცხნენ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ამ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებებზე/სპეციალობებზე.

კერძოდ, პირი, რომელსაც:

· მოპოვებული აქვს ბაკალავრის ან/და შემდგომი საფეხურის აკადემიური ხარისხი;
· სწავლობს ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე;
· სწავლობს უცხოეთის უნივერსიტეტში, პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამაზე და ითხოვს მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას.

საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა
(დოკუმენტაციის ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე - http://iec.gov.ge/4256საჯარო სამსახურის მაღალკვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფის მიზნით, კონკურსის წესით სახელმწიფო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების დაფინანსებას ითვალისწინებს. ამ სასტიპენდიო პროგრამის მეშვეობით სახელმწიფო დაწესებულებაში დასაქმებული პირები შეძლებენ საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის გავლის გზით თეორიული ცოდნის, პრაქტიკული უნარების, პროფესიული ჩვევების გაუმჯობესებას. კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის შინაარსი და თემატიკა უნდა შეესაბამებოდეს დაკავებული თანამდებობით დაკისრებულ საქმიანობის შინაარსს.
განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2014-16 წლებში 200-მდე საქართველოს მოქალაქეს დაუმტკიცდა სასწავლო სტიპენდია. მათმა ნაწილმა უკვე დაასრულა საზღვარგარეთ სწავლა, დაბრუნდა ქვეყანაში და მიღებული ცოდნის რეალიზებას საკუთარ ქვეყანაში განაგრძობს.

 

 

საინფორმაციო შეხვედრები თბილისში:

მოქალაქეების მიღების დღეებია:

  1. 27 აპრილი -   13: 00 – 16:00, შეხვედრების ოთახი 4
  2. 4 მაისი    -      13: 00 – 16:00, შეხვედრების ოთახი 4
  3. 11 მაისი - 13: 00 – 16:00 სთ, შეხვედრების ოთახი 4
  4. 16 მაისი - 13: 00 – 16:00 სთ, შეხვედრების ოთახი 4
  5. 18 მაისი - 13: 00 – 16:00 სთ, შეხვედრების ოთახი 4
  6. 23 მაისი - 13: 00 – 16:00 სთ, შეხვედრების ოთახი 4
  7. 24 მაისი - 13: 00 – 16:00 სთ, შეხვედრების ოთახი 4
  8. 25 მაისი -  13: 00 – 16:00 სთ, შეხვედრების ოთახი 4   

თბილისი, ინგოროყვას ქ#7, ( საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია)




შეხვედრები რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტებთან:

  1. 4 მაისი - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  2. 10 მაისი - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
  3. 10 მაისი - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  4. 11 მაისი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი  
  5. 11 მაისი - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

 

საინფორმაციო შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, წინასწარ გამოგვიგზავნოთ სახელი, გვარი და პირადი ნომერი შემდეგ ელ - ფოსტაზე : IECMEETINGS@IEC.GOV.GE

 

 

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«აპრილი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31
საგრანტო პროგრამა ‘’საზღვარგარეთ კვალიფიკაცის ამაღლება ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოებში დასაქმებულთათვის 2025’’

საგრანტო პროგრამა ‘’საზღვარგარეთ კვალიფიკაცის ამაღლება ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოებში დასაქმებულთათვის 2025’’

დაიწყო განაცხადების მიღება საგრანტო პროგრამის ‘’საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულთათვის 2025’’ფარგლებში. 

Read more
123456
7
საკონსულტაციო შეხვედრები საგრანტო პროგრამებთან დაკავშირებით

საკონსულტაციო შეხვედრები საგრანტო პროგრამებთან დაკავშირებით

მიმდინარეობს საკონსულტაციო შეხვედრები სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმდინარე პროგრამებით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის, მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N7, II სართული, და ონლაინ - ZOOM პლატფორმაზე:

Read more
8910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
567891011