სიახლეები

 

განათლების საერთაშორისო ცენტრი - განცხადებების მიღება დასრულდა

2638
  • 19 მაისი 2015
განათლების საერთაშორისო ცენტრი - განცხადებების მიღება დასრულდა
2015-2016 სასწავლო წლისთვის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე და საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთათვის კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამებზე საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადების მიღება დასრულდა. 

დაფინანსების მოპოვების მსურველებს ელექტრონული აპლიკაციის შევსება და განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზე- iec.gov.ge რეგისტრაციის გავლა 2 თვის მანძილზე შეეძლოთ. 

სულ 2015-2016 აკადემიური წლის კონკურსისათვის 1317 აპლიკანტმა გაიარა რეგისტრაცია. აქედან სრული განაცხადი 284-მა აპლიკანტმა გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ განათლების საერთაშორისო ცენტრმა, რომელიც პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით 2014 წელს შეიქმნა, უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში 88 ქართველი სტუდენტის სწავლა უკვე დააფინანსა. 2015-16 სასწავლო წლისთვის კი სულ ცოტა 115 სტუდენტის დაფინანსება იგეგმება.

განათლების საერთაშორისო ცენტრში ამ ეტაპზე 2 პროგრამა ხორციელდება: საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა და საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამა. საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა მიზნად ისახავს ქვეყნის განვითარებისათვის პრიორიტეტულ დარგებში მაღალკვალიფიციური, საერთაშორისოდ აღიარებული აკადემიური ხარისხის მქონე კადრების მომზადებას. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამა. საჯარო სამსახურის მაღალკვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფის მიზნით, კონკურსის წესით საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებისა და გადამზადების პროგრამების დაფინანსებას ითვალისწინებს.

უახლოს მომავალში უნივერსიტეტების კონსორციუმის პროგრამის დამტკიცება იგეგმება, რაც საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, ხელსაყრელი პირობებით მიიღონ უცხოური განათლება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში.

აპლიკანტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას განათლების საერთაშორისო ცენტრის კომისია იღებს. თითოეული კონკურსანტის შეფასებას კომისიის წევრები წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აწარმოებენ. 

კონკურსი სამეტაპიანია, რაც დოკუმენტების ადმინისტრაციულ გადახედვას, განაცხადის შინაარსობრივ შეფასებასა და კომისიასთან აპლიკანტის პირად გასაუბრებას გულისხმობს. აპლიკაციების გადახედვა და შეფასება ივნისის ბოლო კვირას არის დაგეგმილი, ხოლო ნახევარფინალში გამარჯვებულ აპლიკანტებს კომისია 29 ივნისიდან 10 ივლისამდე გასაუბრებაზე მოიწვევს. კონკურსის საბოლოო შედეგები 17 ივლისს გასაჯაროვდება. 

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
5.0

x
«დეკემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345