სიახლეები

 

განათლების საერთაშორისო ცენტრის 2018 წლის შემაჯამებელი ღონისძიება

15508
  • 19 დეკემბერი 2018
განათლების საერთაშორისო ცენტრის 2018 წლის შემაჯამებელი ღონისძიება

19 დეკემბერს, მულტიფუნქციურ სივრცეში ,,ტერმინალი’’ სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის 2018 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს და ცენტრის სტიპენდიატებს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი მიესალმა და ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ხოლო ცენტრის დირექტორმა ნინო ჭელიძემ საზოგადოებას მიმდინარე და ახალი სასტიპენდიო სქემების, საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამისა და ცენტრის საქმიანობის ახალი პერსპექტივების შესახებ შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა.

2018 წელს განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ განხორციელდა 9 პროგრამა, გაიცა 191 სტიპენდია, ბენეფიციართა საზღვარგარეთ სწავლა სახელმწიფოს მიერ 6 494 000 ლარით დაფინანსდა.

მიმდინარე წელი საპარტნიორო პროგრამებით იყო გამორჩეული. ცენტრის თანამშრომლობითი პროგრამების შესახებ პარტნიორი ქვეყნების ელჩებმა ისაუბრეს.

2018 წელს ქვეყანაში დაბრუნებულ კურსდამთავრებულთა ინიციატივით შეიქმნა „ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაცია“, რომელიც მიზნად ისახავს ასოციაციის წევრთა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობას და პროფესიულ განვითარებას.

ღონისძიების ბოლოს კურსდამთავრებულთა პანელის ფორმატში ცენტრის ათამდე ბენეფიციარმა საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება, ხედვა და სამომავლო გეგმები გაუზიარა.

დაარსების დღიდან ცენტრმა 650-ზე მეტი სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

2019 წელს ცენტრი დამატებით ორ საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამას გამოაცხადებს. პროგრამები „იტალიის რექტორთა საბჭოსა“ და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული ან ნაწილობრივი თანადაფინანსებით განხორციელდება. საპილოტე პროგრამების ხარჯზე ცენტრს 20-მდე სტიპენდიატი დაემატება. ასევე საქართველოში არსებულ ბიზნესთან თანამშრომლობით იგეგმება ბიზნეს ადმინისტრირების დარგში ახალი სასტიპენდიო სქემის გამოცხადება, სადაც 5-10 სტიპენდია სამაგისტრო ხარისხის მოსაპოვებლად და პროფესიული გადამზადებისთვის გაიცემა.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«აგვისტო 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

უნგრეთის საელჩომ საქართველოში „Stipendium Hungaricum”-ის პროგრამის 2025-2026 აკადემიური წლის სტიპენდიანტებს უმასპინძლა

Read more
123
45678910
1112
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა. ფორუმში 2025-2026 აკადემიური წლის საგრანტო კონკურსებში გამარჯვებული სტიპენდიანტები, ცენტრის პარტნიორი საელჩოს წარმომადგენლები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ.

Read more
1314151617
18192021222324
25262728293031
1234567