სიახლეები

 

განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ რატი ბრეგაძე ინიშნება

3104
  • 11 აგვისტო 2015
განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ რატი ბრეგაძე ინიშნება

განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ რატი ბრეგაძე ინიშნება. რატი ბრეგაძეს 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. მას  დამთავრებული აქვს თსუ- იურიდიული ფაკულტეტი, ჰამბურგის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა და დოქტორანტურა. არის სამართლის დოქტორი და ასოცირებული პროფესორი. არის 10 სამეცნიერო პუბლიკაციის, მათ შორის მონოგრაფიის ავტორი.

2015 წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საჯარო მოხელეთა მომზადების სკოლის შექმნის ინიციატივით გამოვიდა და აღნიშნული სკოლის შექმნა განათლების საერთაშორისო ცენტრსა და მთავრობის ადმინისტრაციას დაავალა.

სკოლა 2016 წლის სექტემბრიდან ამოქმედდებასწორედ, აღნიშნული სკოლის შექმნა და ჩამოყალიბება იქნება ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის რატი ბრეგაძეს საკურაციო სფერო. სკოლის ძირითად მიზანთა შორის არის  საბაზისო ტრეინინგ პროგრამის შექმნა, რომლის გავლა ყველა იმ პირს მოუწევს, ვინც საჯარო სექტორში გეგმავს მუშაობას. ასევე შეიქმნება კურიკულუმი იმ სპეციფიური უნარ-ჩვევების გასავითარებლად, რომელიც საჯარო მოხელეებს კარიერულ ზრდაში დაეხმარება. ზოგადად, სკოლა საჯარო სამსახურის რეფორმის ინსტრუმენტი იქნება - შესაბამისად ტრეინინგებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების მორგება კანონის ახალი საკვალიფიკაციო ჩარჩოს  გათვალისწინებით მოხდება.

 

განათლების საერთაშორისო ცენტრი დაარსდა 2014 წელს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით. ცენტრის მისიაა საქართველოში განათლების ხარისხის ამაღლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების გზით, წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და დემოკრატიულ განვითარებაში.

ცენტრი ახორციელებს საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებს, აგრეთვე იგეგმება შემდეგი პროგრამების განხორციელება :

  • პარტნიორი უნივერსიტეტების სასტიპენდიო პროგრამა;
  • კურსდამთავრებულთა თანამშრომლობის პროგრამა;
  • საქართველოს ახალგაზრდა ელჩების პროგრამა - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“;
Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
3.5

x
«სექტემბერი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
252627
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში პროექტის -  „ჩემი 10 სამუშაო დღე“ მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში პროექტის - „ჩემი 10 სამუშაო დღე“ მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, სტიპენდიანტთა პროფესიული წინსვლის ხელშეწყობის მიზნით, აქტიურად განაგრძნობს ახალი ინიციატივის - „ჩემი 10 სამუშაო დღე“ განხორციელებას.

Read more
28293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345