სიახლეები

 

განათლების საერთაშორისო ცენტრის ახალი სახელოვნებო აკადემიური პროგრამების შედეგები ცნობილია

2376
  • 28 ივლისი 2016
განათლების საერთაშორისო ცენტრის ახალი სახელოვნებო აკადემიური პროგრამების შედეგები ცნობილია

ახალი სახელოვნებო პროგრამა განათლების საერთაშორისო ცენტრმა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით გამოაცხადა. 2016-2017 სასწავლო წლისთვის სახელოვნებო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველებს განაცხადების წარმოდგენა   - 2016 წლის  1 ივნისიდან - 2016 წლის  30 ივნისის  ჩათვლით შეეძლოთ.

2016-2017 სასწავლო წლისათვის ამ სასტიპენდიო პროგრამის  ფარგლებში პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი მიმართულება/ დარგი/სპეციალობა:

  • ხელოვნება;
  • რესტავრაცია/კონსერვაცია.

 

სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს ხელოვნების მიმართულებისა და რესტავრაცია/კონსერვაციის დარგის/სპეციალობის სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამებზე საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებას.

აპლიკანტებმა სამეტაპიანი კონკურსი გაიარეს  და უცხოეთში სასწავლებლად სახელმწიფოს დაფინანსება მოიპოვეს. დაფინანსება გულისხმობს, როგოც სრულ და ნაწილობრივ გრანტს, ასევე სწავლისა და საცხოვრებელ ხარჯს.  საქართველოს 7 მოქალაქე სწავლას სახელოვნებო სამაგისტრო პროგრამებზე საზღვარგარეთ განაგრძობს. დაფინანსებული პირი იღებს ვალდებულებას, სწავლის დასრულების შემდგომ წარმოადგინოს შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი და დასაქმდეს საქართველოში სამი წლის განმავლობაში შესაბამის სფეროში.

აპლიკანტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება განათლების საერთაშორისო ცენტრის სახელოვნებო საკონკურსო კომისიამ მიიღო. თითოეული კონკურსანტის შეფასებას კომისიის წევრები წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აწარმოებდნენ. განათლების საერთაშორისო ცენტრის საკონკურსო კომისია 5 წევრისგან შედგება, კომისია დაკომპლექტებულია სახელმწიფო უწყებებისა და სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების  წარმომადგენლებით.

სასტიპენდიო პროგრამის მიზანია საქართველოს მოქალაქეებისათვის უცხოეთის უნივერსიტეტში, ხელოვნების მიმართულებისა და რესტავრაცია/კონსერვაციის დარგის/სპეციალობის  სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამებზე სწავლის ხელმისაწვდომობის ამაღლება.


განათლების საერთაშორისო ცენტრი 2014 წელს დაარსდა და  2014-16 წლებში  270-მდე სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის.  მათმა  ნაწილმა უკვე დაასრულა საზღვარგარეთ სწავლა,  დაბრუნდა ქვეყანაში და მიღებული ცოდნის რეალიზებას საკუთარ ქვეყანაში  განაგრძობს.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«დეკემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345