სიახლეები

 

განათლების საერთაშორისო ცენტრის ახალი - სახელოვნებო პროგრამა

1941
  • 1 ივნისი 2016
განათლების საერთაშორისო ცენტრის ახალი - სახელოვნებო პროგრამა

განათლების საერთაშორისო ცენტრი 2016-2017 სასწავლო წლისთვის სახელოვნებო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადების მიღებას იწყებს. 

განაცხადების წარმოდგენის ვადაა  - 2016 წლის  1 ივნისიდან - 2016 წლის  30 ივნისის  ჩათვლით (19:00 სთ). 

სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს ხელოვნების მიმართულებისა და რესტავრაცია/კონსერვაციის დარგის/სპეციალობის სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამებზე საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებას.  დაფინანსება გაიცემა კონკურსის წესით სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭირვალეობის პრინციპების დაცვით.

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით უნდა წარმოადგინონ   - https://app.iec.gov.ge/ 

ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა კონკურსანტს საშუალებას აძლევს ელ. განაცხადი ეტაპობრივად შეავსოს ან/და შეცვალოს საკონკურსო ვადის ამოწურვამდე.  საკონკურსო ვადის ამოწურვისთანავე სარეგისტრაციო ფორმა იხურება და კონკურსანტი ვეღარ შეძლებს მის რედაქტირებას.

2016-2017 სასწავლო წლისათვის ამ სასტიპენდიო პროგრამის  ფარგლებში პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი მიმართულება/ დარგი/სპეციალობა:

 

  • ხელოვნება;
  • რესტავრაცია/კონსერვაცია.

დაფინანსებული პირი იღებს ვალდებულებას:

  • სწავლის დასრულების შემდგომ წარმოადგინოს შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი და დასაქმდეს საქართველოში სამი წლის განმავლობაში შესაბამის სფეროში.


კონკურსი სამეტაპიანია:

პირველი ეტაპი
-  ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციული (ფორმალური) შემოწმება.  არასრული განაცხადები არ განიხილება.
მეორე ეტაპი - ელექტრონული განაცხადების შინაარსობრივი შეფასება. ელ. განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შინაარსობრივი შეფასების საფუძველზე, კონკურსანტი შესაბამისი ქულის დაგროვების შემთხვევაში,  გადადის კონკურსის მესამე ეტაპზე.  აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 60 ქულა.
მესამე ეტაპი - გასაუბრება. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი იმყოფება საზღვარგარეთ, გასაუბრება ჩატარდება ელექტრონულად - სკაიპის საშუალებით. აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 40 ქულა.

შეფასების კრიტერიუმებს საკონკურსო კომისია ამტკიცებს. 

დაფინანსება გაიცემა ერთი აკადემიური წლისათვის. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ერთწლიან, აგრეთვე ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებს. პროგრამა არ ითვალისწინებს დისტანციურ/დაუსწრებელ აკადემიურ პროგრამებზე სწავლის დაფინანსებას. კონკურსის მსვლელობისას მხედველობაში მიიღება ინფორმაცია სოციალურად დაუცველის, შეზღუდული შესაძლებლობების ან/და იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის შესახებ.

სასტიპენდიო პროგრამის მიზანია საქართველოს მოქალაქეებისათვის უცხოეთის უნივერსიტეტში, ხელოვნების მიმართულებისა და რესტავრაცია/კონსერვაციის დარგის/სპეციალობის  სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამებზე სწავლის ხელმისაწვდომობის ამაღლება. 

პროგრამის გამოცხადების პერიოდში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები: 

თბილისი, ინგოროყვას ქ#7 ( საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია);

მოქალაქეების მიღების დღეებია: 
1 ივნისი - 13: 00 – 14:00, შეხვედრების ოთახი # 4
2 ივნისი - 13: 00 – 14:00, შეხვედრების ოთახი # 4
6 ივნისი - 13: 00 – 14:00, შეხვედრების ოთახი # 4
7 ივნისი - 13: 00 – 14:00, შეხვედრების ოთახი # 4 
8 ივნისი - 13: 00 – 14:00, შეხვედრების ოთახი # 4
9 ივნისი -13: 00 – 14:00, შეხვედრების ოთახი #  4 
13 ივნისი - 13: 00 – 14:00, შეხვედრების ოთახი # 4
14 ივნისი - 13: 00 – 14:00, შეხვედრების ოთახი # 4
15 ივნისი - 13: 00 – 14:00, შეხვედრების ოთახი # 4
16 ივნისი - 13: 00 – 14:00, შეხვედრების ოთახი # 4
20 ივნისი - 13: 00 – 14:00, შეხვედრების ოთახი # 4
21 ივნისი - 13: 00 – 14:00, შეხვედრების ოთახი # 4
22 ივნისი - 13: 00 – 14:00, შეხვედრების ოთახი # 4
23 ივნისი- 13: 00 – 14:00, შეხვედრების ოთახი #  4
27 ივნისი - 13: 00 – 14:00, შეხვედრების ოთახი # 4
28 ივნისი - 13: 00 – 14:00, შეხვედრების ოთახი # 4
29 ივნისი - 13: 00 – 14:00, შეხვედრების ოთახი # 4
30 ივნისი - 13: 00 – 14:00, შეხვედრების ოთახი # 4 

საინფორმაციო შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, წინასწარ გამოგვიგზავნოთ სახელი, გვარი და პირადი ნომერი შემდეგ ელ - ფოსტაზე : IECMEETINGS@IEC.GOV.GE

 


Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«დეკემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345