სიახლეები

 

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ყოველწლიური „დასაქმების ფორუმი“ 2017

2306
  • 6 ოქტომბერი 2017
განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ყოველწლიური „დასაქმების ფორუმი“ 2017

6 ოქტომბერს, 11:00 საათზე,  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ყოველწლიური „დასაქმების ფორუმი“ გაიმართა, რომელსაც მიმდინარე წელს თსუ-მ უმასპინძლა.

ფორუმს ცენტრის ის 40-მდე  კურსდამთავრებული დაესწრო, რომელიც სხვადასხვა სფეროში წარმატებით ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას  და ასევე სურს საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა.  

ცენტრის მიზანია, საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაქმების ფორუმის მეშვეობით, ხელი შეუწყოს კურსდამთავრებულთა და უნივერსიტეტების კოლაბორაციას, ახალგაზრდა პროფესიონალების ჩაბმას ინოვაციურ, კვლევით, სასწავლო პროცესებში საუნივერსიტეტო სივრცის განვითარებისა და მოდერნიზაციისათვის.

„დასაქმების ფორუმს“ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის,  გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ სტიპენდიანტებმა  პრეზენტაციები წარმოუდგინეს შემდეგ სფეროებში: 

 

  • პოლიტიკური მეცნიერებები და საერთშორისო ურთიერთობები;
  • ბიზნესი და ეკონომიკა;
  • საჯარო მმართველობა და მენეჯმენტი;
  • ჰუმანიტარული მეცნიერებები;
  • სამართალი;

ღონისძიების ბოლოს განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა ნინო ჭელიძემ „ცენტრის კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო“ პროგრამა  გამოაცხადა.

მცირე საგრანტო პროგრამის კონკურსში განაცხადის შემოტანის უფლება ექნებათ ცენტრის კურსდამთავრებულებს, რომლებმაც ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში მოიპოვეს დაფინანსება და დაასრულეს სწავლა. პროგრამის ფარგლებში ცენტრის კურსდამთავრებულებმა შეიძლება წარადგინონ ინდივიდუალური და ერთობლივი პროექტები.

 


Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«ივლისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს საფრანგეთის სახელმწიფოს საპატიო ჯილდო - „აკადემიური პალმის ორდენი“ გადაეცა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს საფრანგეთის სახელმწიფოს საპატიო ჯილდო - „აკადემიური პალმის ორდენი“ გადაეცა

საფრანგეთის საელჩომ თბილისში „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში - France Excellence 2025-2026”-ის სტიპენდიანტებს უმასპინძლა.

Read more
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910