სიახლეები

 

განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამაში - „საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2017“ მონაწილე კონკურსანტების საყურადღებოდ!

3170
  • 18 ივლისი 2017
განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამაში - „საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2017“ მონაწილე კონკურსანტების საყურადღებოდ!
შეგახსენებთ, რომ:

1. განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია 20 ივლისის ჩათვლით (19:00 სთ-მდე) უნდა აიტვირთოს ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში. საკონკურსო ვადის ამოწურვისთანავე ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემა იხურება და კონკურსანტი ვეღარ შეძლებს განაცხადის რედაქტირებას და გადმოგზავნას.

2. საკონკურსო ვადის ამოწურვამდე, სხვა საკონკურსო დოკუმენტებთან ერთად, რეკომენდაცია უნდა იქნეს გამოგზავნილი რეკომენდატორის მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არასრულად ითვლება და ვერ შეძლებთ მის გადმოგზავნას. გირჩევთ, რეკომენდატორთან დროულად გადაამოწმოთ ნახა, თუ არა სარეგისტრაციო სისტემის მიერ გაგზავნილი ბმული.

3. თუ განაცხადს ერთხელ მაინც გადმოაგზავნით და შემდგომ გადაიყვანთ რედაქტირების რეჟიმში, განაცხადი ხელახლა საჭიროებს გადმოგზავნას მიუხედავად, იმისა შეიტანთ თუ არა ცვლილებას.

4. ნებისმიერი ტექნიკური შეფერხების, ან სისტემის მოხმარებასთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ - http://iec.gov.ge/4304 და info-iec@iec.gov.ge



Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«დეკემბერი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
24252627282930
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234