სიახლეები

 

განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ორდღიანი ფორუმი

1918
  • 2 აგვისტო 2016
განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ორდღიანი ფორუმი
სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2016 წლის 31 ივლისს - 1 აგვისტოს, კაჭრეთის „ამბასადორში“ ცენტრის სტიპენდიანტთა ორდღიანი ფორუმი გამართა.

ფორუმი მიზნად ისახავდა საერთაშორისო პროგრამების სხვადასხვა თაობის სტუდენტების შეხვედრასა და გაცნობას, მათი ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობას. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს როგორც კურსდამთავრებულმა სტუდენტებმა, ასევე მიმდინარე გრანტის მფლობელმა და 2016-2017 სასწავლო წლის კონკურსის გამარჯვებულმა სტიპენდიანტებმა. 

ორდღიანი ფორუმის განმავლობაში სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ ცენტრის მიმდინარე პროგრამებსა და დაგეგმილ პროგრამულ ცვლილებებს, ახალ პროექტებსა და ინიციატივებს. ფორუმის მსვლელობისას, 2016-2017 სასწავლო წლის პროგრამის გამარჯვებულები შეხვდნენ ცენტრის კურსდამთავრებულ და მიმდინარე გრანტის მფლობელ სტიპენდიანტებს, კომისიის წევრებს (სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს) და ცენტრის ადმინისტრაციასთან ერთად განიხილეს პროგრამის ბენეფიციარების უფლება-მოვალეობები. კურსდამთავრებულებმა სტიპენდიანტთა ახალ ნაკადს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროცესის თავისებურებები, ჯგუფურად იმუშავეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: უცხოეთში სწავლის დაგეგმვისა და სასწავლო პროგრამების შერჩევის სპეციფიკა, სასწავლო პრაქტიკის გავლა, კვლევის თემატიკის განსაზღვრა, სწავლის შემდგომ სამსახურის მოძიება საქართველოში და სხვა. 

ფორუმმა ორი დღის განმავლობაში სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს 8 სესია შესთავაზა. სესიების ფორმატი ითვალისწინებდა როგორც პრეზენტაციასა და პანელს, ასევე ჯგუფურ მუშაობას „ღია სივრცეში“ (Open Space Technology), სადაც განსახილველი საკითხის წამოჭრა და თემატიკის განსაზღვრა თავად სტიპენდიანტებს შეეძლოთ. ორდღიანი ფორუმის განმავლობაში დაგეგმილმა შეხვედრებმა, სესიებმა და ღონისძიებებმა ცენტრის ახალბედა სტიპენდიანტები საერთაშორისო აკადემიური გამოწვევებისთვის, ხოლო მიმდინარე გრანტის მფლობელები და კურსდამთავრებულები დასაქმებისა და ურთიერთთანამშრომლობის პროგრამებში აქტიური მონაწილეობისათვის მოამზადა.

განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ფორუმს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავაც დაესწრო.


Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678