სიახლეები

 

განათლების საერთაშორისო ცენტრმა მედია ტრენინგში მონაწილეობის მსურველთათვის გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში გასაუბრება გამართა

2100
  • 19 ოქტომბერი 2015
განათლების საერთაშორისო ცენტრმა მედია ტრენინგში მონაწილეობის მსურველთათვის გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში გასაუბრება გამართა

განათლების საერთაშორისო ცენტრმა მედია ტრენინგში მონაწილეობის მსურველთათვის გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში გასაუბრება გამართა. დაინტერესებულ პირებს განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული სარეგისტარციო ფორმის მეშვეობით  https://app.iec.gov.ge/  25 სექტემბრიდან 9 ოქტომბრამდე  შეეძლოთ.  კონკურსის ფარგლებში 50-მდე განაცხადი შემოვიდა.  აპლიკანტებმა გასაუბრება საკონკურსო შემრჩევ კომისიასთან გაიარეს. 

პროგრამა კონკურსის საფუძველზე 24 აპლიკანტს შეარჩევს. კონკურსში უპირატესობა მიენიჭება საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტების თანამშრომლებსა და საჯარო საკომუნიკაციო და მასობრივი ინფორმაციის სფეროში მომუშავე აპლიკანტებს ( მათ შორის:  „საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში“, სსიპ  "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო" - ში, სსიპ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრ“-ში დასაქმებულ პირებს). მედია ტრენინგის სამუშაო ენა ინგლისური იქნება. საჯარო სამსახურებში დასაქმებული პირები სრულად დაფინანსდებიან განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ.  

ტრენინგი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (ბუდაპეშტი, უნგრეთი) 2015 წლის 14-20 ნოემბერს ჩატარდება. 

განათლების საერთაშორისო ცენტრისა და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის  მიერ ორგანიზებული მედია-ტრენინგი,   რომელიც განათლების პოლიტიკის მედია განხილვისა და გაშუქების სპეციფიკას ეხება,  ქართველ ჟურნალისტებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებს საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღონ როგორც სემინარის ტიპის ღონისძიებებში, ასევე პრეზენტაციებში განათლების ინტერნაციონალიზაციის, დაგეგმარების, დაფინანსების შეფასების თემებზე.  ტრენინგის ფარგლებში დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები უნგრეთის განათლების სამინისტროში, საერთაშორისო მედია ცენტრში, უნგრეთის საზოგადოებრივ მაუწყებელში, ფრიდომ ჰაუსში (Freedom House), სადაც ტრენინგის მონაწილეები  უცხოელ კოლეგებთან ერთად განიხილავენ მედიის როლს/გავლენას ევროკავშირის ზოგადი და უმაღლესი  განათლების პოლიტიკის შემუშავებასა და გატარებაში.

 





Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«ივნისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა პროექტი -  „STEM სასკოლო ჰაბი”

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა პროექტი - „STEM სასკოლო ჰაბი”

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამის ფარგლებში, წარმატებით განხორციელდა პროექტი „STEM სასკოლო ჰაბი.”

Read more
202122
232425
განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ACA-ს გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ACA-ს გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი პორტუგალიაში, აკადემიური თანამშრომლობის ასოციაციის (ACA) გენერალურ ასამბლეას დაესწრო.

Read more
26272829
30123456