სიახლეები

 

განათლების საერთაშორისო ცენტრსა და დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯს შორის მემორანდუმი გაფორმდა

2253
  • 1 დეკემბერი 2016
განათლების საერთაშორისო ცენტრსა და დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა და დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის პრეზიდენტმა ენდრიუ დიკსმა, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
დუბლინის
საუნივერსიტეტო კოლეჯში მემორანდუმის ხელმოწერამდე გაიმართა გიორგი ზურაბაშვილის შეხვედრა ენდრიუ დიკსთან, რომელსაც ასევე ესწრებოდა ინჟინერიისა და არქიტექტურის სკოლის დირექტორი დევიდ ფიცპატრიკი
საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მემორანდუმს განათლების მიმართულებით საქართველო-ირლანდიის თანამშრომლობაში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა და გამოთქვა იმედი, რომ დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯში, რომელიც ირლანდიასა და ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, ბევრი ნიჭიერი ქართველი სტუდენტი დაეუფლება სასურველ სპეციალობას, გაიღრმავებს ცოდნას და მიიღებს ღირებულ პროფესიულ გამოცდილებას.
აღსანიშნავია, რომ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს მნიშვნელოვან ფინანსურ შეღავათებს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ჩაირიცხებიან.
Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«აგვისტო 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

უნგრეთის საელჩომ საქართველოში „Stipendium Hungaricum”-ის პროგრამის 2025-2026 აკადემიური წლის სტიპენდიანტებს უმასპინძლა

Read more
123
45678910
1112
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა. ფორუმში 2025-2026 აკადემიური წლის საგრანტო კონკურსებში გამარჯვებული სტიპენდიანტები, ცენტრის პარტნიორი საელჩოს წარმომადგენლები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ.

Read more
1314151617
18192021222324
252627
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში პროექტის -  „ჩემი 10 სამუშაო დღე“ მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში პროექტის - „ჩემი 10 სამუშაო დღე“ მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, სტიპენდიანტთა პროფესიული წინსვლის ხელშეწყობის მიზნით, აქტიურად განაგრძნობს ახალი ინიციატივის - „ჩემი 10 სამუშაო დღე“ განხორციელებას.

Read more
28293031
1234567