სიახლეები

 

განათლების საერთაშორისო ცენტრში აპლიკანტებთან გასაუბრება დაიწყო

2516
  • 30 ივნისი 2015
განათლების საერთაშორისო ცენტრში აპლიკანტებთან გასაუბრება დაიწყო

განათლების საერთაშორისო ცენტრში 2015-2016 სასწავლო წლისთვის საზღვარგარეთ სწავლის  მსურველებთან გასაუბრება დაიწყო.  კონკურსი  ორ პროგრამაში მიმდინარეობს. სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაში გამარჯვებულ აპლიკანტებს სახელმწიფო ნაწილობრივ   ან სრულად დაუფინანსებს უცხოეთში სწავლისა და/ან საცხოვრებელ ხარჯებს. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის გამარჯვებულები კი მათ მიერ შერჩეულ  გადამზადების პროგრამებზე დაფინანსდებიან.

 

      დაფინანსების მოპოვების მსურველებს ელექტრონული აპლიკაციის შევსება 2 თვის მანძილზე შეეძლოთ. სულ 2015-2016 აკადემიური წლის კონკურსისათვის 1317 მონაწილემ  გაიარა რეგისტრაცია.  გასუბრებაზე მოწვეულ აპლიკანტთა შერჩევა რამდენიმე საკონკურსო ეტაპის გავლის შედეგად მოხდა:

 

პირველი საფეხური - განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალურ) შემოწმებას ითვალისწინებდა.

 

მეორე საფეხური - განაცხადები და თანდართული დოკუმენტაცია შინაარსობრივად და ხარისხობრივად  შეფასდა. განსაკუთრებული მნიშვნელობა სამოტივაციო წერილს, სამუშაო გამოცდილებას, შერჩეულ სკოლას/უნივერსიტეტს და დარგს, სხვა მოპოვებულ გრანტსა თუ სტიპენდიას, აკადემიურ წარმატებულობას მიენიჭა.  შეფასება განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამების სპეციალურად შექმნილმა კომისიამ განახორციელა.

 

მესამე საფეხური - კომისიასთან გასაუბრებაა. კომისიის წევრები კონკურსანტს გასაუბრების დროს ინდივიდუალურად და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ანიჭებენ ქულებს. კონკურსის დასრულებისას ჯამდება ხარისხობრივი და გასაუბრების ეტაპების საშუალო ქულები, რითაც  კონკურსის საბოლოო შედეგი ვლინდება. აპლიკანტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას განათლების საერთაშორისო ცენტრის კომისია იღებს. თითოეული კონკურსანტის შეფასებას კომისიის წევრები წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აწარმოებენ. განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის  კომისია 10 წევრისგან შედგება, კომისია დაკომპლექტებულია სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებით.

 

  კონკურსის საბოლოო შედეგები 17 ივლისს გასაჯაროვდება.  2015-16 სასწავლო წლისთვის  115 სტუდენტის დაფინანსება იგეგმება.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«აპრილი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31
საგრანტო პროგრამა ‘’საზღვარგარეთ კვალიფიკაცის ამაღლება ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოებში დასაქმებულთათვის 2025’’

საგრანტო პროგრამა ‘’საზღვარგარეთ კვალიფიკაცის ამაღლება ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოებში დასაქმებულთათვის 2025’’

დაიწყო განაცხადების მიღება საგრანტო პროგრამის ‘’საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულთათვის 2025’’ფარგლებში. 

Read more
123456
7
საკონსულტაციო შეხვედრები საგრანტო პროგრამებთან დაკავშირებით

საკონსულტაციო შეხვედრები საგრანტო პროგრამებთან დაკავშირებით

მიმდინარეობს საკონსულტაციო შეხვედრები სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმდინარე პროგრამებით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის, მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N7, II სართული, და ონლაინ - ZOOM პლატფორმაზე:

Read more
8910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
567891011