სიახლეები

 

განათლების საერთაშორისო ცენტრში განაცხადების მიღება დაიწყო

2955
  • 8 მაისი 2014
განათლების საერთაშორისო ცენტრში განაცხადების მიღება დაიწყო
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შემქნილი განათლების საერთაშორისო ცენტრში განაცხადებების მიღება დაიწყო. სამაგისტრო, სადოქტორო და საჯარო მოხელეთა გადამზადების პროგრამებზე საბუთების მიღება დღეს დაიწყო და 7 ივნისს დასრულდება. მსურველებმა განაცხადი უნდა შეავსონ შემდეგ მისამართზე http://iec.gov.ge/

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ განათლების საერთაშორისო ცენტრს ნინო ჭელიძე უხელმძღვანელებს.

ნინო ჭელიძე განათლების ადმინისტრირების სპეციალისტია და საგანმანათლებლო სივრცეში მუშაობის 24 წლიანი გამოცდილება აქვს. ის წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, განათლების სამინისტროს საგარეო საქმეთა დეპარტამენტში იძულებით გადაადგილებულ პირთა და უმცირესობების პროგრამებზე. ხელმძღვანელობდა სხვადასხვა საგანმანათლებლო და სასტიპენდიო პროგრამებს საქართველოში. 1996 წლიდან IREX-ის წარმომადგენლობით მუშაობდა RSEP/CI (რეგიონალური სტუდენტთა გაცვლის პროგრამები და თანამედროვე საკითხთა პროგრამა) პროგრამებზე, 2000 წლიდან _ აშშ-ს მშვიდობის კორპუსში განათლების პროგრამების მენეჯერად. ხელმძღვანელობდა რომის საგანმანათლებლო ფონდის აკადემიური სტიპენდიისა და სოციალური დეპარტამენტის პროგრამებს ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის 16 ქვეყნისათვის.

2012წლიდან ამ დრომდე ნინო ჭელიზე მუშაობდა ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპული უნივერსიტეტის განაწილება/სტაჟირების პროგრამების მენეჯერად.

განათლების საერთაშორისო ცენტრი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან დაფუძნდა. ცენტრი საგანმანათლებლო პროგრამებს სამი მიმართულებით ახორციელებს: სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დაფინანსება საზღვარგარეთ, უცხოეთში მოღვაწე პროფესიონალების მოწვევა საქართველოში სხვადასხვა სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ფორმატში და საჯარო მოხელეთა პროფესიული გადამზადების პროგრამების ადმინისტრირება.
განათლების საერთაშორისო ცენტრის ღია კარის დღე ექსპო ჯორჯიას N3 საგამოფენო პავილიონში 15 მაისს, 11:00 საათიდან მოეწყობა.
Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«აგვისტო 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

უნგრეთის საელჩომ საქართველოში „Stipendium Hungaricum”-ის პროგრამის 2025-2026 აკადემიური წლის სტიპენდიანტებს უმასპინძლა

Read more
123
45678910
1112
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა. ფორუმში 2025-2026 აკადემიური წლის საგრანტო კონკურსებში გამარჯვებული სტიპენდიანტები, ცენტრის პარტნიორი საელჩოს წარმომადგენლები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ.

Read more
1314151617
18192021222324
25262728293031
1234567