სიახლეები

 

განათლების საერთაშორისო ცენტრში გრანტზე ნომინირებულ 80 კონკურსანტთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

1853
  • 5 მაისი 2017
განათლების საერთაშორისო ცენტრში გრანტზე ნომინირებულ 80 კონკურსანტთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
5 მაისს, 12:00 საათზე სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში სასტიპენდიო პროგრამის –,, სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში (Stipendium Hungaricum) 2017-2018“ – კონკურსის გრანტზე ნომინირებულ კონკურსანტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

სტუდენტებს საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ჭელიძე და უნგრეთის ელჩის მოადგილე საქართველოში სილვია პეტო შეხვდნენ და პროგრამის მსვლელობის შესახებ ინფორმაცია გააცნეს.

„სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში (Stipendium Hungaricum) 2017-2018“ კონკურსი 2017 წლის 9 თებერვლიდან - 5 მარტის ჩათვლით გამოცხადდა. პროგრამის ფარგლებში განაცხადი 139 კონკურსანტმა გააკეთა. საუკეთესო შედეგის მქონე 80 კონკურსანტი ნომინირებულია გრანტზე.

პროგრამის მიზანია ქართველი სტუდენტების დაფინანსება უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (უნივერსიტეტები და უმაღლესი სკოლები) ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, ინტეგრირებული ხუთწლიანი მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად შემდეგ მიმართულებებზე: STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა), სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები, სამედიცინო, სპორტისა და ხელოვნების დარგები.

კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, შერჩეული აპლიკანტები 2017-2018 აკადემიურ წელს უფასოდ ისწავლიან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (უნივერსიტეტები და უმაღლესი სკოლები). 

გრანტზე ნომინირებული აპლიკანტების სია წარედგინება ტემპუსის საზოგადოებრივ ფონდს და მასპინძელ ინსტიტუტებს. გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთ ინსტიტუტსა და უმაღლეს სკოლას შესაძლოა ჰქონდეს დაწესებული დამატებითი გამოცდა/ინტერვიუ გრანტზე ნომინირებული აპლიკანტებისთვის.

საბოლოო გადაწყვეტილებას გრანტზე ნომინირებული აპლიკანტები გაეცნობიან 2017 წლის ივნისის ბოლოს. აპლიკანტებმა ყოველი სასტიპენდიო წლის 1 აგვისტომდე უნდა განაცხადონ თანხმობა/უარი სტიპენდიის მიღებაზე.

ცენტრსა და იმ ნომინირებული აპლიკანტებს შორის, რომლებიც მოიპოვებენ გრანტს ამ პროგრამის ფარგლებში, გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულებები და განისაზღვრება შემდგომი ურთიერთთანამშრომლობის ფარგლები.
Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«დეკემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345