სიახლეები

 

განათლების საერთაშორისო ცენტრში სასტიპენდიო პროგრამების კონკურსანტებთან გასაუბრება დაიწყო

3225
  • 4 ივლისი 2017
განათლების საერთაშორისო ცენტრში სასტიპენდიო პროგრამების კონკურსანტებთან გასაუბრება დაიწყო
სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრში 2017-2018 სასწავლო წლისთვის სამაგისტრო, სადოქტორო და სახელოვნებო სასტიპენდიო პროგრამებზე მესამე ეტაპზე გადასულ კონკურსანტებთან გასაუბრებები დაიწყო. პროგრამებით დაინტერესებულ პირებს ელექტრონული აპლიკაციის შემოტანა ცენტრის ვებგვერდზე ერთი თვის მანძილზე, 28 აპრილიდან- 31 მაისის ჩათვლით შეეძლოთ. 
კონკურსის ფარგლებში საქართველოს 500-მდე მოქალაქემ გააკეთა განაცხადი. მათ შორის 110 გასაუბრების ეტაპზე გადავიდა.
 
საკონკურსო კომისიის მიერ ელექტრონული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასება ხდება შეფასების ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ქულების მაქსიმალური რაოდენობაა 100. კონკურსი სამეტაპიანია:

პირველი ეტაპი - ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციული შემოწმება. ამ ეტაპის გადალახვის შემდეგ აპლიკაციებს საერთაშორისო შესარჩევი კომისია განიხილავს.

მეორე ეტაპი - საერთაშორისო შესარჩევი კომისიის მიერ ელექტრონული განაცხადების შინაარსობრივი შეფასება, რომლის საფუძველზე კონკურსანტი შესაბამისი ქულის დაგროვების შემთხვევაში კონკურსის მესამე ეტაპზე გადადის. მეორე ეტაპზე კონკურსანტმა შესაძლებელია დააგროვოს მაქსიმუმ 50 ქულა. 

მესამე ეტაპი - გასაუბრება საერთაშორისო შესარჩევ კომისიასთან. აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტმა შესაძლებელია დააგროვოს მაქსიმუმ 50 ქულა. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტი იმყოფება საზღვარგარეთ, გასაუბრება ჩატარდება ელექტრონულად - სკაიპის საშუალებით. 

კონკურსში განმარჯვებულები გამოვლინდებიან მეორე და მესამე ეტაპზე მიღებული შეფასების შეჯამებით.

2017-18 სასწავლო წლის სასტიპენდიო პროგრამების ამოცანაა კურსდამთავრებულთა ინტეგრირების ხელშეწყობა საუნივერსიტეტო სივრცეში აკადემიური მოღვაწეობისა და საუნივერსიტეტო სწავლებაში, კვლევაში, აკადემიური სივრცის განვითარებისა და მოდერნიზაციის პროექტებში მონაწილეობის მიზნით. 

სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ მოქალაქეები, რომლებიც ჩაირიცხნენ საზღვარგარეთ, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე. სამივე პროგრამა ითვალისწინებს როგორც სწავლის საფასურის, ასევე ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების სრულ ან ნაწილობრივ ანაზღაურებას.

განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2014 - 17 წლებში 341 სასწავლო სტიპენდია გასცა საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხის მოსაპოვებლად. მათმა ნაწილმა უკვე დაასრულა სწავლა, დაბრუნდა ქვეყანაში და მიღებული ცოდნის რეალიზებას საკუთარ ქვეყანაში განაგრძობს.







Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«აგვისტო 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

უნგრეთის საელჩომ საქართველოში „Stipendium Hungaricum”-ის პროგრამის 2025-2026 აკადემიური წლის სტიპენდიანტებს უმასპინძლა

Read more
123
45678910
1112
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა. ფორუმში 2025-2026 აკადემიური წლის საგრანტო კონკურსებში გამარჯვებული სტიპენდიანტები, ცენტრის პარტნიორი საელჩოს წარმომადგენლები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ.

Read more
1314151617
18192021222324
25262728293031
1234567