სიახლეები

 

განათლების საერთაშორისო ცენტრში სასტიპენდიო პროგრამებზე კონკურსანტთა განაცხადების მიღება დასრულდა

928
  • 1 ივნისი 2017
განათლების საერთაშორისო ცენტრში სასტიპენდიო პროგრამებზე კონკურსანტთა განაცხადების მიღება დასრულდა
სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრში 2017-2018 სასწავლო წლისთვის სამაგისტრო, სადოქტორო და სახელოვნებო სასტიპენდიო პროგრამებზე საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადების მიღება დასრულდა. კონკურსის ფარგლებში საქართველოს 500-მდე მოქალაქემ გააკეთა განაცხადი.

პროგრამებით დაინტერესებულ პირებს ელექტრონული განაცხადის ფორმის შევსება ცენტრის ვებ.გვერდზე ერთი თვის მანზილზე, 28 აპრილიდან - 31 მაისის ჩათვლით შეეძლოთ.

2017-18 სასწავლო წლის სასტიპენდიო პროგრამების ამოცანაა კურსდამთავრებულთა ინტეგრირების ხელშეწყობა საუნივერსიტეტო სივრცეში აკადემიური მოღვაწეობისა და საუნივერსიტეტო სწავლებაში, კვლევაში, აკადემიური სივრცის განვითარებისა და მოდერნიზაციის პროექტებში მონაწილეობის მიზნით. 

სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ მოქალაქეები, რომლებიც ჩაირიცხნენ საზღვარგარეთ, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე. სამივე პროგრამა ითვალისწინებს როგორც სწავლის საფასურის, ასევე ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების სრულ ან ნაწილობრივ ანაზღაურებას.

განაცხადის მიღებიდან კონკურსანტები სამ ეტაპიან შერჩევას გაივლიან. საკონკურსო კომისიის მიერ ელექტრონული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასება ხდება შეფასების ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ქულების მაქსიმალური რაოდენობაა 100.

პირველი ეტაპი - ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციული შემოწმება. ამ ეტაპის გადალახვის შემდეგ აპლიკაციებს საერთაშორისო შესარჩევი კომისია განიხილავს.

მეორე ეტაპი - საერთაშორისო შესარჩევი კომისიის მიერ ელექტრონული განაცხადების შინაარსობრივი შეფასება, რომლის საფუძველზე კონკურსანტი შესაბამისი ქულის დაგროვების შემთხვევაში კონკურსის მესამე ეტაპზე გადადის. მეორე ეტაპზე კონკურსანტმა შესაძლებელია დააგროვოს მაქსიმუმ 50 ქულა. 

მესამე ეტაპი - გასაუბრება საერთაშორისო შესარჩევ კომისიასთან. აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტმა შესაძლებელია დააგროვოს მაქსიმუმ 50 ქულა. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტი იმყოფება საზღვარგარეთ, გასაუბრება ჩატარდება ელექტრონულად - სკაიპის საშუალებით. 

კონკურსში განმარჯვებულები გამოვლინდებიან მეორე და მესამე ეტაპზე მიღებული შეფასების შეჯამებით. 

განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2014 -17 წლებში 341 სასწავლო სასწავლო სტიპენდია გასცა საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხის მოსაპოვებლად. მათმა ნაწილმა უკვე დაასრულა სწავლა, დაბრუნდა ქვეყანაში და მიღებული ცოდნის რეალიზებას საკუთარ ქვეყანაში განაგრძობს.
Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«დეკემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345