სიახლეები

 

„გეომატიკა ყველასთვის“ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, სეზონური სკოლის სერიები მიმდინარეობს

276
  • 13 სექტემბერი 2024
„გეომატიკა ყველასთვის“ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, სეზონური სკოლის სერიები მიმდინარეობს

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის გამარჯვებული პროექტის - „გეომატიკა ყველასთვის: განათლების სეზონური სკოლის სერიები“ ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სალექციო სესიები ჩატარდა.

სალექციო კურსს პროექტის მენეჯერი - გეოგრაფი გიორგი კირკიტაძე უძღვებოდა, რომელმაც სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა იტალიაში, გარემოს დაცვისა და კვლევის უმაღლეს ინსტიტუტში გაიარა.

სეზონური სკოლის სალექციო სესიას თბილისში ცენტრის კურსდამთავრებულთა კარიერული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტის - „გეომატიკა ყველასთვის: განათლების სეზონური სკოლის სერიები“ მიზანია გეომატიკის ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაღრმავება სხვადასხვა აკადემიური საფეხურის სტუდენტებისთვის. ის მოიცავს ინტერაქტიულ და მრავალფეროვან სწავლებას, მათ შორის, პრაქტიკულ კურსებს, რომლის დროსაც სტუდენტები შეისწავლიან: გეოდეზიურ საქმიანობას, აერო ფოტოგრამმეტრიულ გადაღებას დრონის გამოყენებით, ტბის  ბათიმეტრიას, არქეოლოგიურ დაზვერვას და გეოლოგიურ კვლევებს; მოეწყობა 5 დარგობრივი ექსპედიცია - ჯავახეთის რეგიონის ტბებზე, კავკასიონის მყინვარებზე, ვარძიასა და ვანის ქვაბებში.

პროექტი ასევე გულისხმობს სამეცნიერო პოპულარული გაკვეთილების ჩატარებას საქართველოს რეგიონების სკოლებში, რაც ხელს შეუწყობს უფროსკლასელთა დაინტერესებას STEM მიმართულებებით და გეომატიკის სფეროს შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას.

„გეომატიკა ყველასთვის: განათლების სეზონური სკოლის სერიები“ - ერთ-ერთია იმ 4 პროექტს შორის, რომელიც სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2024 წელს, კონკურის წესით, კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში დააფინანსა.

მცირე საგრანტო პროგრამის მიზანია ცენტრის კურსდამთავრებულთა საზოგადოებრივი, ახალგაზრდული და აკადემიურ-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა.  კონკურსში, ყოველწლიურად, ის კურსდამთავრებულები მონაწილეობენ, რომლებმაც, უცხოეთში განათლების მიღების მიზნით, ცენტრის საგრანტო პროგრამების ფარგლებში დაფინანსება მოიპოვეს, სწავლის დასრულების შემდგომ საქართველოში დაბრუნდნენ და მიღებული ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად, ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო პროექტის განხორციელებას გეგმავენ.

 

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«დეკემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345