სიახლეები

 

„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ - გამარჯვებულები გამოვლინდნენ

3958
  • 7 მარტი 2016
„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ - გამარჯვებულები გამოვლინდნენ
სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ - გამარჯვებულები გამოვლინდნენ. სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმის საფუძველზე 2016 წელს პროგრამას განახორციელებს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ხოლო განათლების საერთაშორისო ცენტრი უზრუნველყოფს საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული კონკურსანტები დაფინანსებას.

პროგრამის მიზანს წარმოადგენს „ახალგაზრდა ელჩების“ ადგილსამყოფელ ქვეყნებში საქართველოს პოპულარიზაცია, საქართველოს ახალგაზრდა მეგობართა ქსელის შექმნა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობა.
დეტალები იხილეთ შემდეგ ბმულზე - http://diaspora.gov.ge/?p=8506
Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
4.3

x
«იანვარი 2026»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678